მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უტილიზაცია, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვ. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა იმ პროდუქციაზე, რომლის ექსპორტის გაზრდის პოტენციალიც არსებობს.
„შეხვედრისას ჩვენ გვქონდა საშუალება, გვემსჯელა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე. დავსახეთ ახალი გეგმები და საერთო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებში ოპერირებადი კერძო სექტორების წარმომადგენლების ურთიერთდაკავშირებადობას და მათი ბიზნეს-საქმიანობების გაფართოებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრებს შორის შეხვედრისას დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ინვესტიციების სფეროში. როგორც აღინიშნა, თურქეთი საქართველოს მესამე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფოა და უშუალოდ ქვეყანაში 2700-ზე მეტი კომპანია ოპერირებს თურქული ინვესტიციით. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყნები განაგრძობენ თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც აღინიშნა, თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად საქართველოს თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ეწვია, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნეს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებით ძალისხმევას მიმართავენ, რათა თანამშრომლობა ქართულ და თურქულ საქმიან წრეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს და ნაყოფიერი იყოს.
მხარეებმა ასევე წარმატებულად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - სტატისტიკის თანახმად, თურქეთი მეორეა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის. ხაზი გაესვა ნაყოფიერ ურთიერთობას სამოქალაქო ავიაციის სფეროშიც - კვირაში თურქული ავიაკომპანიაში 101 რეისს ასრულებენ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის სამ აეროპორტში.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველოსა და თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომაა დაგეგმილი.
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრი და დელეგაცია რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22 – 23 ოქტომბერს გაიმართება. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში საქართველოში სამმხრივი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას" მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა - რა განიხილეს

16.07.2025.19:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას" მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, ასევე მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოში - რუსთავის აზოტში დაგეგმილ სიახლეებს. 

კორპორაციის მფლობელმა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე აისახება. 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია „ინდორამა" მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს აერთიანებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟოროლიანირუსთავის აზოტის სამეთველყურეო საბჭოს დირექტორი პრაკაშ კეჯრივალი და რუსთავის აზოტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ეფრემ ურუმაშვილი დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა