მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს ელჩებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების, აგრეთვე მასშტაბური სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ტურიზმის სფეროში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროსთან ბოლო სამი ათწლეულის ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო ეკონომიკური პარტნიორის სტატუსს და ქვეყნის ინსტიტუციურ სტაბილურობას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა გაეროში დავით ბაქრაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველოსა და იაპონიის სავაჭრო ურთიერთობები

15.04.2026.19:00

მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან იაპონიაში ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა. 

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ იაპონიაში 642.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 285.5 ათასი დოლარის. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოდან იაპონიაში ექსპორტი 125%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ხილი და ბოსტნეულია.

TOP 3 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:

  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 477.4 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 137.6 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 23.4 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იაპონიიდან საქართველოში იმპორტს, 2026 წლის ორ თვეში მან 41 847.8 ათასი დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74 243.3 ათასი დოლარის. შესაბამისად იაპონიიდან იმპორტი 44%-ით არის შემცირებული. 

TOP 3 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 39 313.5 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 482.2 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი; - 269.4 ათასი დოლარი;

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა