მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7221.6
0.004
flag
AZN 1.5849
0.0004
flag
CNY 39.519
0.0021
flag
EUR 3.1679
-0.0008
flag
GBP 3.6385
-0.001
flag
KZT 58.08
0.0035
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0.0007

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს, ჭუანგ ჟუნგვენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. ხაზი გაესვა პროგრესს საქართველო - ჩინეთის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა სამთავრობო და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებამ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ურთიერთობებზე კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას.

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ მხარეს საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიზანს, მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრულ - სატრანზიტო ჰაბის. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარება, რაც ქვეყანას რეგიონულ ციფრულ კვანძად აქცევს. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ხელოვნული ინტელექტის გამოყენებისა და დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებს შორის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა და გენადი არველაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი ევროსთან გამყარდა

21.04.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1679 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6938 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6938 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6931 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1679 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1687ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა