მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე ჰუანლონგ ჩენთან. შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილმა Geo-Jade Petroleum-ის ხელმძღვანელს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბრისას აქცენტი გაკეთდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ორმხრივი უვიზო მიმოსვლა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის მიმართ.
Geo-Jade Petroleum Corporation ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2P მარაგები 1,3 მლრდ ბარელ ნავთობის ექვივალენტს უტოლდება. კომპანია გლობალურ ბაზრებზე ოპერირებს და მომპოვებელ აქტივებს მართავს სხვადასხვა ქვეყნებში.
Geo-Jade Petroleum Corporation"-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, სსიპ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა და საქართველოს დესპანმა ჩინეთში ბესიკ შარაშენიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
23.04.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1464 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6936 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6936 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6938 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1464 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1652 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0188 ლარი შეადგინა.