მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

მარიამ ქვრივიშვილი ბიზნესს შეხვდა - რა განიხილეს

news image
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სექტორს წარუდგინა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული რეგულაციის მიზანი და მთავარი ამოცანა ქვეყნის მასშტაბით მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დანერგვაა.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგულაციების შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა კულტურის სამინისტროსთან ერთად, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს აქტიური ჩართულობით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი კერძო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციით წარიმართა.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების რეგულაციის შესახებ და დარწმუნებულები ვართ, წლიდან წლამდე ხელშესახებად დავინახავთ, როგორ გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის რეგიონების და თითოეული ქალაქის იერსახე. რეგულაციის შემუშავებისას მეტწილად ვიხელმძღვანელეთ ევროპული სტანდარტებით, დეტალურად გვაქვს შესწავლილი, თუ როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში ქალაქების მსგავსი რეგულაციების მოწესრიგება და დანერგვა. რეგულაციაზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონების და ქალაქების კვლევა, ფართო სურათში საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
 
კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ზურაბ წიკლაურმა კერძო სექტორს ესთეტიკური მახასიათებლების ძირითადი მოთხოვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
 
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აუცილებელი წესები განისაზღვრება, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისთვის სახელმძღვანელოს შექმნას და ადგილობრივ თვითმმართველობებს ესთეტიკური მახასიათებლების საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით დაზუსტების საშუალებას მისცემს.
 
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გამახვილა, რომ ახალი რეგულაციების თანახმად, ფაქტობრივად, ორი სახის სანებართვო პრაქტიკა დაინერგება - ე.წ. სტანდარტული პრაქტიკა და მეორე - არასტანდარტული სამშენებლო ნებართვები, რაც გულისხმობს მათ შორის განსხვავებულ ფასადებს, ფერებს და ა.შ.
„სტანდარტული რეგულაციები, ფაქტობრივად, თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ძალიან სწრაფი, აჩქარებული ტემპებით მოხდეს სამშენებლო პროექტის დამტკიცება მუნიციპალიტეტების მხრიდან. ამასთან, სურვილის და გემოვნების შესაბამისად ნებისმიერ მეწარმეს, თუ კერძო პირს შეეძლება სასურველი პროექტის აშენება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არაფერი იზღუდება - შესაძლებელი იქნება ნებისმიერი იდეის რეალიზება, იქნება ეს არქიტექტურული, საქმიანი თუ ტექნიკური საჭიროების“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
 
მარიამ ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს, არქიტექტორებს, სახელოვნებო წრეებს, მშენებლებსა და მწარმოებელ-რითეილერებს მადლობა გადაუხადა ინიციატივაში აქტიური ჩართულობისა და გრძელვადიანი, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისთვის. მისი შეფასებით, სასიხარულოა, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ხედვა ამ ნაწილში ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ⁠აქტიურად გაგრძელდება ყველა რეგიონის დეტალური კვლევა და სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილური ტელეფონების იმპორტს ახდენს

09.12.2025.13:00

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 264 223.4 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 1%-იანი ზრდაა. 2024 წლის 10 თვეში ქვეყანამ 260 775.4 ათასი დოლარის სატელეფონო აპარატები (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იყიდა.

თანხობრივად საქართველოში იმპორტირებული მობილური ტელეფონების ყველაზე დიდი მაჩვენებლები არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვს.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა:

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 127 757.1 ათასი დოლარი;

ჩეხეთი - 45 327.7 ათასი დოლარი;

ჩინეთი - 22 529.6 ათასი დოლარი;

ვიეტნამი - 22 409.4 ათასი დოლარი;

ჰონ-კონგი - 16 938.9 ათასი დოლარი;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში 332 939.2 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონების იმპორტი დაფიქსირდა, 2023 წელს კი 375 204.8 ათასი დოლარის. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა