მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7123.5
-0.0373
flag
AZN 1.5881
-0.002
flag
CNY 39.065
-0.0044
flag
EUR 3.1032
-0.0082
flag
GBP 3.5726
-0.0223
flag
KZT 56.13
0.0029
flag
TRY 0.0607
-0.0001
flag
USD 2.6998
-0.0027

მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი ენერგეტიკის სექტორზე გაკეთდა.

როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი ენერგეტიკის სექტორში საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, მათ შორის - ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგიის განვითარების, ასევე დარგის რეფორმირებისა და ტექნიკური დახმარების მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორის უდიდეს როლზე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, მათ შორის - ენერგეტიკის სტრატეგიის განახლების, კერძო სექტორის ხელშეწყობის და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარადგინა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დადგმული სიმძლავრე 11500 მგვტ - მდე გაიზრდება, ქვეყანა კი ენერგეტიკულად თვითკმარი გახდება. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა გეგმავს, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელსა და მის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ინგა ფხალაძემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

30.03.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1032 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6998 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6998 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7025 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1032 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1114 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა