მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი წარუდგინა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ლევან მოსეშვილს აქვს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში, მათ შორის, კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, ისე მთლიანად სამოქალაქო ავიაციის სექტორს, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სტრუქტურული რეფორმები ხორციელდება. „ლევან მოსეშვილი სააავიაციო დარგის გამოცდილი პროფესიონალია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ პროექტების წარმატებით განხორციელბაში, რასაც მთავრობა ქვეყნის ავიაციის განვითარებისა და რეგიონულ ავიაჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით ახორციელებს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ლევან მოსეშვილს ავიაციის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ის 12 წლის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს ლევან მოსეშვილს წამყვანი თანამდებობები ეკავა საქართველოს გაერთიანებულ სატრანსპორტო ადმინისტრაციაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კომპანია „ტავ ჯორჯიაში".
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ირაკლი ქარქაშაძე საქმიანობას საავიაციო სექტორში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტებს საქართველოში. გაერთიანება ოპერირებას უწევს ქვეყნის სიდიდით მეორე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ასევე სამივე ადგილობრივ აეროპორტს საქართველოში.
დღის ტოპ 10 სიახლე
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა - ლევან მეხუზლა
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას - ინგა ფხალაძე
05.03.2026.18:19
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს კლიმატის და განვითარების ანგარიშის განხილვაში. ანგარიში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეეხო განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას საქართველოში.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკის დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატი შეადგინოს, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია. ინგა ფხალაძის თქმით, მთავრობამ გადახედა ენერგოგენერაციის პროექტების განვითარებასთან დაკავშირებულ ვადაგადაცილებულ მემორანდუმებს და სამშენებლო ნებართვებს და პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზა, გააგრძელონ მუშაობა განახლებული ვადებითა და პირობითი საჯარიმო შეღავათებით, ან გაათავისუფლონ საპროექტო არეალები, რათა ახალმა ინვესტორებმა შეძლონ მუშაობის დაწყება. „ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ და სანდო დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულთან მაქსიმალურ ჰარმონიზებაზე.
რეგიონულ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობას. მან აქცენტი გააკეთა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი. ინგა ფხალაძის თქმით, ამ პროექტების მეშვეობით მოხდება საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიკაცია და სისტემის საერთო მდგრადობის ზრდა.
„ჩვენთვის რეგიონული ინტეგრაცია მხოლოდ ვაჭრობას არ ეხება და მოიცავს უსაფრთხოებასაც. უფრო ურთიერთდაკავშირებული სისტემა უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას, დაბალანსების მეტ ვარიანტს და მაღალ საიმედოობას. ის ეროვნული ბაზრებს რეგიონულ შესაძლებლობათა პლატფორმებად აქცევს და ამავდროულად აძლიერებს მიწოდების უსაფრთხოებას. რეგიონული ინტეგრაცია აძლიერებს ბაზრებს, ხსნის გზას ინვესტიციებისკენ და უზრუნველყოფს სუფთა ენერგიის საიმედო მიწოდებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.