მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წლიურად, 5%-ით გაიზარდა - საქსტატი
2025 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.0 პროცენტით.
მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.9 პროცენტით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით.
2025 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.8 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.0 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.62 და 1.23 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 23.1 პროცენტით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.07.2025.19:15
2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, ხოლო მაისში 245.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 ივლისს გამოქვეყნდება.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.1% (754.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 254.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს.