მაისში ქირის ფასი შემცირდა - გალტ & თაგარტი
გალტ & თაგარტის მაისის მიმოხილვის თანახმად უძრავი ქონების ქირა 2023 წლის მაისში წლიურად აშშ დოლარში 44.9%-ით, ხოლო ლარში 23.7%-ით გაიზარდა.
წლიური ზრდის მაღალი ტემპების მიხედავად, აპრილსა და მაისში ქირა თვე-თვესთან შედარებით შემცირდა.
ამასთან, 2023 წლის მაისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 243.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს ჰქონდა.
2023 წლის მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 26.8%-ით გაიზარდა დოლარში და 8.2%-ით ლარში, თუმცა თვიურად არ შეცვლილა (ბინები პირველად და მეორად ბაზრებზე). პირველად ბაზარზე დეველოპერების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში იყო 1,112 აშშ დოლარი (+27.9% წ/წ) და ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები ვაკეში და მთაწმინდაზე იყო.
სხვა სიახლეები
03.10.2025.11:22
წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი გაიაფდა.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში 2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.
გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:
5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:
2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.