მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

მაისში აპრილთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია - სებ-ის კვლევა

news image

სებ-ი მორიგ ანგარიშს „ინფლაციური მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობა“ აქვეყნებს, რომელიც ბიზნესის გამოკითხვის შედეგად არის შედგენილი. 

„მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთაგამოკითხვის მაისის თვის შედეგები:

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც
მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-სა და 8%-ზე მეტად ინტერვალში ფიქრობენ, შემცირდა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც
სამომხმარებლო ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 2%-4%, ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, აპრილთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაკლებულია იმ მონაწილეთა
რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას >8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-ის
ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, მაისში აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ
რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ვარაუდობენ. თუმცა, ამავე დროს, საკმაოდ მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების
მატებას 6%-8%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%-
30%-ის ფარგლებში და 30%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ისა და 0%-10% მიდამოში მოიაზრებენ.

გამოკითხულთა აზრით, მაისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) აპრილთან შედარებით შემცირებულია“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია

12.02.2026.19:00

საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ 11 822.1 ათასი დოლარის ღირებულების 15 150.0 ტონა ბრინჯი იყიდა, 2024 წელს ეს მაჩვენებლები 11 040.4 ტონას შეადგენდა. შესაბამისად 2025 წელს 2024 წელთან შედარებით საქართველოში ბრინჯის იმპორტი 37%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ბრინჯის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდოეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს:

  • ინდოეთი - 8 543.8 ტონა;
  • პაკისტანი - 3 676.0 ტონა;
  • ვიეტნამი - 705.9 ტონა;
  • ტაილანდი - 539.8 ტონა;
  • ყაზახეთი - 511.8 ტონა;

საგულისხმოა, რომ 2025 წელს საქართველოში ბრინჯის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა