მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7115.9
-0.0038
flag
AZN 1.6057
0
flag
CNY 37.996
-0.0009
flag
EUR 3.1238
0.0049
flag
GBP 3.6852
-0.0006
flag
KZT 53.62
-0.0009
flag
TRY 0.0697
0.0001
flag
USD 2.7306
0

მაისში ადგილობრივ ბაზარზე ბენზინი 17-22 თეთრით გაიაფდა, დიზელი 24-27 თეთრით - ირაკლი ლექვინაძე

news image

საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაქვს, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წლის მაისი საწვავის ფასების კლების თვალსაზრისით პოზიტიური იყო, რაც განსაკუთრებით აშკარად აისახა მცირე ქსელებზე.

„მნიშვნელოვანი ცვლილებები დავაფიქსირეთ აპრილის მეორე ნახევრიდან. მაისში ბენზინის ფასმა დაახლოებით 17–22 თეთრით, ხოლო დიზელის ფასმა — 24–27 თეთრით იკლო. პირველ კვარტალში უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ არსებობდა ფასების კლების რესურსი, რაც იმპორტის გაიაფებით იყო განპირობებული. მცირე ქსელებში ეს ცვლილება შედარებით სწრაფად აისახა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა ფასების გადახედვა მარაგების მიხედვით ეტაპობრივად დაიწყეს. მაისი ამ მხრივ ნამდვილად პოზიტიური თვე იყო“, — განაცხადა ლექვინაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში საწვავის იმპორტით 50-ზე მეტი კომპანია არის დაკავებული, ხოლო საცალო რეალიზაციაში 400-ზე მეტი ოპერირებს. ბაზრის დაახლოებით 65% ხუთ მსხვილ კომპანიაზე მოდის, ხოლო დარჩენილი ნაწილი — მცირე ქსელებზე.

„ფასნამატების, იმპორტის თვითღირებულებისა და ბაზრის სტრუქტურის ანალიზი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ საწვავის ბაზარზე რეალურად მოქმედებს კონკურენცია. არსებული ფასები თავსებადია გლობალურ ტენდენციებთან და არ იკვეთება არაბაზროვანი ზეწოლა. ლარის კურსი სტაბილურია და გამყარების ტენდენციაც შეინიშნება. სავარაუდოდ, მეორე კვარტლის ბოლოს კიდევ უფრო სრულ სურათს მივიღებთ“, — აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

კონკურენციის სააგენტო აგრძელებს საწვავის ბაზრის მუდმივ მონიტორინგს და აცხადებს, რომ ბაზარზე არსებული ფასები საბაზრო მექანიზმების მოქმედებით ყალიბდება.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-აპრილში საქართველომ 32,4 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა

12.06.2025.11:00

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 32,418.45 ათასი დოლარის ღირებულების შოკოლადი იყიდა. საქსტატის მიხედვით ქვეყანაში შოკოლადის იმპორტმა 6,390.13 ტონა შეადგინა, გასული წლის 4 თვეში კი იმპორტი 6,946.85 ტონის დონეზე იყო, შესაბამისად კლება 8%-ია.

მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 39%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს:

  • რუსეთი - 2,505.68 ათასი დოლარი;
  • უკრაინა - 1,048.92 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 606.44 ათასი დოლარი;
  • პოლონეთი - 410.16 ათასი დოლარი;
  • ხორვატია - 328.92 ათასი დოლარი;

საგულისხმოა, რომ საქართველოში შოკოლადის იმპორტის რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა. გასულ წელს ქვეყანამ 103,934.47 ათასი დოლარის 23,417.10 ტონა შოკოლადი იყიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა