მაია მელიქიძე | დავით ტყეშელაშვილი - სიახლეები ენერგეტიკის სექტორში
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2025 წლის წლიური, წინასწარი) | სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia;
Business Insider Georgia-ს მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, Eagle Hills Georgia იმ TOP 10 კომპანიაშია, რომლებმაც 2025 წლის IV კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში;
Ambassadori Island Batumi „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს;
გოჩა კამკია | Ambassadori Island Batumi-ის გენერალური დირექტორი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს შეხვედრა ენერგეტიკის სექტორთან | GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია;
მარიამ ქვრივიშვილი / Mariam Kvrivishvili | ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ლევან ვეფხვაძე | Business Association of Georgia - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია-ის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი აბრამიშვილი | GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია - ს გამგეობის თავმჯდომარე;
გიორგი მარგებაძე | „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი;
#ბიზნესინსაიდერისტუმარი მაია მელიქიძე | GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია-ს აღმასრულებელი დირექტორი;
#ბიზნესინსაიდერისტუმარი დავით ტყეშელაშვილი, სექტორის წარმომადგენელი, Photomate Caucasus ფოტომეიტ კავკასიის რეგიონალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ცენტრალური ბანკი იმით არის ცნობილი ბოლო შოკების პერიოდში, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ასეც გაგრძელდება - ნათია თურნავა
07.04.2026.12:52
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შედარებით დაბალ ინფლაციური პერიოდები გვქონდა, გამომდინარე რისკებიდან (რუსეთ-უკრაინის ომი, აღმოსავლეთის კონფლიქტი), ჩვენ შევხვდით ამ გამოწვევას გამკაცრებული პოლიტიკის განაკვეთით, 8% არის დღეის მდგომარეობით, ჩვენი პოლიტიკის განაკვეთი. მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ის შევინარჩუნეთ, ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი არის 7%, ანუ 1%-ით მაღალია, ვიდრე ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი. გვქონდა იმედი რა თქმა უნდა რომ შემდგომ მისი ნორმალიზაცია და შემცირება შეგვეძლებოდა თუმცა ახლა ჩვენ მსგავსად ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნის ცენტრალური ბანკისა ჯერ-ჯერობით ვართ მოლოდინის რეჟიმში და ვუყურებთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რა ხანგრძლივობით იქნება გამოხატული შოკი. გამომდინარე აქედან, ჩვენ მზად ვართ იმისთვისაც რომ გამკაცრება გავაკეთოთ ჩვენი პოლიტიკის, თუმცა დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ თუ ნახავთ მათ შორის, წამყვანი ცენტრალური ბანკების ქმედებას ძირითადად, ისინიც არიან ჯერ-ჯერობით მოლოდინის რეჟიმში. ზოგადად, საქართველოს ცენტრალყრი ბანკი იმით არის ცნობილი ბოლო შოკების პერიოდში რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ასეც გაგრძელდება , - განაცხადა ნათია თურნავამ.