მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

მაღალი სავალუტო შესყიდვების შემთხვევაშიც კი ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით ₾2.7/1$-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2026 წელს - ლაშა ქავთარაძის პროგნოზი

news image

მაღალი სავალუტო შესყიდვების შემთხვევაშიც კი ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით ₾2.7/1$-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2026 წელს, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წელს ეროვნული ბანკი რეზერვების დაგროვების მიზნით ბაზარზე აქტიურ შესყიდვებს ახორციელებდა, რაც შეიძლება პოლიტიკის შედარებით “აგრესიულ” ხასიათზე მიუთითებს.

„2025 წელს რეზერვები რომ არ ყოფილიყო შესავსები და ჩვენ რეზერვების კუთხით ადეკვატურ დონეზე ვყოფილიყავით, უფრო მეტად დავინახავდით გამყარებულ კურსს - 2025 წელს კურსი 4%-ით მაინც გამყარდა. წელსაც ვფიქრობთ, რომ ისეთი გარემო არის, რომ გაცვლითი კურსი მინიმუმ შენარჩუნდება სტაბილურ დონეზე - 2.7-ის ფარგლებში. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ თვეებში უფრო დაბალი კურსიც ვიხილოთ. 2025 წელს ეროვნული ბანკის პოლიტიკა შესყიდვების მიმართულებით “აგრესიული” იყო რეზერვების დაგროვების კუთხით.

რამდენად აგრესიული იქნება ეს მიმდინარე წელს, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ მაღალი დონის შესყიდვები წელსაც გაგრძელდება, რაც 2025 წელს ვიხილეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსი გარკვეულწილად 2.7-ის ფარგლებში იმერყევებს - საბაზისო სცენარში. თუმცა სხვა ბევრი ფაქტორიაცაა რაც კურსზე მოქმედებს. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წელს ცოტათი გამყარებული კურსიც ვიხილოთ, რომელიც შესაძლოა გახდეს უფრო მეტად არგუმენტი იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკა შემდგომ იყოს შერბილებული 2026 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა