მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან ერთად 2026 წელს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკაში 2025 წლის მნიშვნელოვან მიღწევებზე საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ისტორიული მოცულობის - 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას, რომელიც თბილისსა და გონიოში უმსხვილესი დეველოპერული პროექტის განვითარებას მოხმარდება, შექმნის დამატებით 24 000 ახალ სამუშაო ადგილს, ხოლო ბიუჯეტი ყოველწლიურად 700 მილიონზე მეტ შემოსავალს მიიღებს, რაც, მინისტრის შეფასებით, პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ისტორიული პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაცია, რომლისთვისაც ერთი მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ფუნქციას.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რეკორდული მონაცემები გვაქვს ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორშიც. ხაზგასასმელია ის რეკორდული, 3.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ სტუმარ-მასპინძლობის სფეროდან მიიღო. ასევე რეკორდული იყო მგზავრთნაკადის რაოდენობა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რასაც, რა თქმა უნდა, წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ასევე ახალი პირდაპირი ფრენების დანიშვნის უზრუნველყოფით და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სივრცეში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოყვანით" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, ძალიან დადებითი მოლოდინებია მომდევნო წელსაც.
„ჩვენი ამბიციაა, რომ 2026 წელი იყოს უკეთესი, ვიდრე გასული წელი, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან ერთად 2026 წელს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამასთან, არაერთ ისტორიულ პროექტს დავიწყებთ და გავაგრძელებთ, მათ შორის, დავასრულებთ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადავიყვანთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ასევე ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის შემდგომ განვითარებაზე, რადგან მიმდინარე წელს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ უშუალოდ სექტორის გაჯანსაღების თვალსაზრისით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 105%-ით არის გაზრდილი
31.12.2025.13:00
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ საზღვარგარეთ გასაყიდად 2 418.4 ათასი დოლარის ღირებულების 551.2 ტონა ლოკოკინები გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 268.9 ტონა შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში ლოკოკინების ექსპორტი 105%-ით არის გაზრდილი.
საქართველოდან ლოკოკინები სულ ორ ბაზარზე გასაყიდად ექსპორტზე, ესენია საფრანგეთი და თურქეთი. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ღირებულებით ნაწილში ექსპორტის კუთხით საფრანგეთი ლიდერობს, ხოლო მოცულობების კუთხით თურქეთი.