მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7110.4
0.047
flag
AZN 1.6025
0.0097
flag
CNY 38.279
0.024
flag
EUR 3.1999
0.026
flag
GBP 3.6632
0.0258
flag
KZT 49.62
0.0025
flag
TRY 0.0655
0.0004
flag
USD 2.7252
0.0164

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება, რასაც ხელს უწყობს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები - ვახტანგ ცინცაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2025 წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში საშუალო ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა სექტორულ ჭრილში ამჯერადაც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. კერძოდ, აგვისტოს თვეში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაცისა და კომუნიკაციების, განათლების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო მომსახურების და ენერგეტიკის სექტორებმა.

„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ტურიზმის, ასევე საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.  იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება ექსპორტის კუთხითაც, რომელიც 6.7%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა  მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები (წლიური ზრდა - 3.8%).

ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მთავრობა ამ მიზნით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, მათ შორისაა მიმდინარე სტრუქტურული  რეფორმები.

„სახელმწიფო საწარმოებში მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა, რაც მოხმარდება უფრო პროდუქტიული პროექტების განხორციელებას. ეს პროცესი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას საშუალოვადიან პერიოდში", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნათია თურნავა SWIFT-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

30.09.2025.18:43

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებული SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში SWIFT-ის რეგიონულ დირექტორსა და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა SWIFT-თან თანამშრომლობის მთავარი თემები განიხილეს, მათ შორის SWIFT_ის ძირითადი პროდუქტების საქართველოში დანერგვის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობას და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის კომერციული ბანკების ISO 20022-ის დანერგვის საკითხს და ამ მიმართულებით  გამართულ ერთობლივ ტრენინგებს.

თავის მხრივ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადახდო ბაზარმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ინოვაციური პროდუქტების სწრაფი დანერგვითაა განპირობებული.

„აქტიურად ვავითარებთ საგადახდო სისტემებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ფინანსური ინფრასტრუქტურის თავსებადობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ ძალისხმევის ფარგლებში ვახორციელებთ ქვეყნის ძირითადი, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მოწინავე დონეზე განახლებას. განახლების შედეგადაც მივიღებთ კიდევ უფრო ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ ფუნქციონალურად გამდიდრებულ და ტექნოლოგიურად მეტად დახვეწილ სისტემას. 

ასევე ხელს ვუწყობთ  სხვადასხვა ინოვაციური საგადახდო სერვისის განვითარებას. მათ შორისაა სრულიად ახალი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, რომელიც იმუშავებს 24/7/365 რეჟიმში და უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადამხდელის ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე დაუყოვნებლივ ჩარიცხვას, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა SWIFT-ის რეგიონულ მენეჯერსა და სხვა წარმომადგენლებს SWIFT-ის ეროვნული წევრი ჯგუფების შეხვედრის თბილისში ორგანიზება შესთავაზა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება, რაც პირველი შემთხვევაა სებ-ის პრეზიდენტების ისტორიაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა