მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება - იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა

news image

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება - 2025 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ით განისაზღვრა. პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალში კი 6.5% შეადგინა. რაც შეეხება ბოლო სამი თვის მაჩვენებლებს: ივლისში ეკონომიკურ ზრდა 6.5%, აგვისტოში 6.6%, ხოლო სექტემბერში 6.4%-ით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა  მდგრადობას ინარჩუნებს. 2025 წლის სექტემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6,341 ერთეული შეადგინა.

2025 წლის სექტემბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებმა. ამასთან, იანვარ-სექტემბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა - ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა და 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სამ კვარტალში ზრდის დინამიკა დაფიქსირდა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებშიც, კერძოდ, იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 3.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა -  საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა  მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ინარჩუნებს. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს. ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედეს, მათ შორის, სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.4%-ს შეადგენს. საქართველო საშუალო ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 25 ქვეყანაში შედის და უსწრებს როგორც ევროპის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ისე მეზობელ ქვეყნებსაც.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ რეგიონის ეკონომიკა განაგრძობს მდგრად, ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას - სულხან თამაზაშვილი 2026 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტზე

31.10.2025.16:44

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომა ოქტომბრის თვის შედეგების შეჯამებით დაიწყო და აღნიშნა, რომ გასული თვე იყო არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვების თვე.
 
„მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც დღეს სხდომას ესწრებიან, ვულოცავ უფლებამოსილების შესრულების დაწყებას. ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საზოგადოების მაღალი ჩართულობით ეფექტიანად იმუშაონ“ - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
 
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დასრულდა. მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 800 მილიონ ლარს აღწევს.
 
„ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ რეგიონის ეკონომიკა განაგრძობს მდგრად, ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას. ეს არის მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პროგრამას, როგორც სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ასევე, საგანმანათლებლო მიმართულებებით“  - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 
 
სულხან თამაზაშვილის თქმით, აჭარაში იწყება ციტრუსის მოსავლის სეზონი, რომელიც რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. საპროგნოზო მონაცემებით, მოსავლის მოცულობა წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზრდება. რეგიონში ამოქმედებულია ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს სეზონის შეუფერხებელ მიმდინარეობასა და პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობას.
 
მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონის საერთაშორისო და საგანმანათლებლო წარმატებებზეც. ბათუმი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ამ გამარჯვებამ რეგიონი კიდევ უფრო გამოკვეთა მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.
 
ასევე, აღსანიშნავია რეგიონის წარმატება საგანმანათლებლო მიმართულებით. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ათ გამარჯვებულს შორის, ორი პედაგოგი აჭარის რეგიონიდანაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა