მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე - ვახტანგ ცინცაძე
„მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6 პროცენტს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ფართო რეგიონის ჭრილში და ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მეორე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.
„მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე. დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება, კერძოდ, მეორე კვარტლის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა დასაქმებულთა რაოდენობა და 1 327.4 შეადგენს, ხოლო წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით 57 ათასით არის გაზრდილი" - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, ასევე მეორე კვარტლის მიხედვით, მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და ის 16.7 პროცენტს შეადგენს.
„ხაზგასასმელია, რომ უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც ზოგადად, შრომის ბაზარზე მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
გასულ წელს კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ეკონომიკა, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც - პრემიერი
01.01.2026.01:38
ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.