მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.2
0.0045
flag
AZN 1.597
-0.0003
flag
CNY 37.878
-0.0013
flag
EUR 3.1737
-0.0016
flag
GBP 3.6619
-0.0153
flag
KZT 51.71
-0.0028
flag
TRY 0.0675
-0.0001
flag
USD 2.7149
-0.0011

ლურჯი მოცვის მზარდი წარმოება არის სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით მიღწეული წარმატების ძალიან კარგი მაგალითი - დავით სონღულაშვილი

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში იმყოფებოდა, სადაც შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ საწარმოში ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო. 

„ლურჯი მოცვის მზარდი წარმოება არის სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით მიღწეული წარმატების ძალიან კარგი მაგალითი. დღეისათვის ფართობები 2800 ჰექტრამდეა და გაშენების პროცესი კვლავ აქტიურად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ წელს საგაზაფხულო ყინვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა, გაზრდილი წარმოების ფონზე, ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით მეტია. ექსპორტირებული მოცვის ღირებულებამ 40.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მზარდი წარმოება ნიშნავს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის უზრუნველყოფას და ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტის შესაძლებლობას, რაც ზრდის მოსახლეობის შემოსავლებს და, შესაბამისად, კეთილდღეობას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 350,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 4 მლნ ლარს აღემატება. მიმდინარე წელს საწარმო დაახლოებით 350 ტონა მოცვს გადაამუშავებს. კომპანია აერთიანებს ლურჯი მოცვის ბაღსა და საწარმოს, სადაც მუდმივად 30, ხოლო სეზონურად 400 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ექსპორტს ახორციელებს გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და რუსეთში. წელს პირველად იწყებს ექსპორტს დუბაიში, ინდოეთში, ჰონგ-კონგში, ისრაელსა და სინგაპურში.

საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის პირველადი წარმოების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 198მლნ ლარს აღემატება, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა 90 მლნ ლარია. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში 2,700 ჰექტარზე მეტ ფართობზე 39,8 მლნ ლარით თანადაფინანსებულია ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება.

მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სემეკმა „მტკვარი ჰესზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

15.07.2025.11:45

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „მტკვარი ჰესის“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. 

„მტკვარი ჰესი“ მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მისი დადგმული სიმძლავრე 54,1 მგვტ-ს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური 3 ძირითადი აგრეგატისგან შედგება, რომელთაგან 2 აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 26,5 მგვტ, ხოლო 1 აგრეგატის – 1,1 მგვტ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა