მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

ლუდის ბაზარი სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის - აქციზის გადასახადის სტატისტიკა

news image

ლუდის ადგილობრივი წარმოება კლებას აჩვენებს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, აქციზის გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ლუდის რეალიზაციიდან 6%-ითაა შემცირებული.

2025 წლის პირველ ნახევარში აქციზის გადასახადის სახით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ლუდის რეალიზაციიდან ბიუჯეტში 25 251 746.67 ლარი შევიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდი კი 26,858,072.84 ლარი.

ადგილობრივი წარმოების ზრდის ფონზე საანგარიშო პერიოდში გაზრდილია აქციზის გადასახადი იმპორტირებული ლუდის რეალიზაციიდან. ზრდა 25%-ის დონეზეა.

2025 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტში იმპორტირებული ლუდის რეალიზაციიდან მიღებული აქციზის გადასახადმა 4 974 904.9  ლარი შეადგინა, 2024 წლის იანვარ-ივნისში კი 3,995,624.11 ლარი.

რაც შეეხება ადგილობრივი ლუდის წარმოებას წლიურ ჭრილში 2024 წელს ბაზარი 6%-ით გაიზარდა და რეალიზებული პროდუქციის მიხედვით, ლუდის აქციზიდან ბიუჯეტში 68 მლნ ლარზე მეტი შევიდა.

უფრო კონკრეტულად, აქციზის გადასახადის სახით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ლუდის რეალიზაციიდან ბიუჯეტში შესული თანხის სტატისტიკა ასეთია

2024 წელი - 68,519,921.20 ლარი

2023 წელი - 64,412,268.32 ლარი

2022 წელი - 61,167,691.07 ლარი

2021 წელი - 61,860,250.59 ლარი

2020 წელი - 46,432,845.83 ლარი.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ლუდის ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი

18.08.2025.19:00

საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.

საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს: 

  • ყაზახეთი - 1 014 900 ლიტრი;
  • რუსეთი - 444 182 ლიტრი;
  • სომხეთი - 443 407 ლიტრი;
  • ისრაელი - 253 345 ლიტრი;
  • აზერბაიჯანი - 173 552 ლიტრი;

ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა