ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები, დეველოპმენტი, ტურიზმი - ეს არის ეკონომიკის წინა ხაზი - შოთა ბერეკაშვილი სტრატეგიულ მიმართულებებზე
ინოვაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება ეს არის მომავლის ეკონომიკა და აღნიშნული პროცესები დიდი გავლენას მოახდენს ეკონომიკის ზრდაზე - მიიჩნევს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიულ სექტორებში განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას.
„არის კიდევ ორი მიმართულება, რომელსაც მე გამოვყოფდი - ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულია და სინერგიას ქმნის. პირველი ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი - ამის გამოყენება მსოფლიო ეკონომიკის მოდელში ქმნის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. ინოვაციების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების საწყის ეტაპზე ჩვენ ვართ მომსწრე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის. ამიტომაც, განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვას ეკონომიკის სექტორებში. ცოტა ხნის წინ ჩინეთში მქონდა ვიზიტი და ასეთი სინერგია ადამიანური რესურსის, მატერიალური რესურსის და თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების ეკონომიკურ სექტორებში ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო. ეს ყოველივე ქმნის პროდუქტიულობის ზრდის უპრეცედემტო შესაძლებლობებს და ქვეყნების ეკონომიკებს კონკურენტუნარიანს ხდის. ჩვენს შემთხვევაშიც ასევე აუცილებელია, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ელემენტების დანერგვა სტრატეგიულ სექტორებში და განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას, რადგან ეს არის მომავლის ეკონომიკა.
მაგალითად მე შევადარებდი, როდესაც პირველად ინტერნეტი შემოვიდა თუ რა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ზრდაზე და გარდაქმნაზე. სწორედ ასეთივე გარდაქმნას მოახდენს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება. თუმცა, ამას აქვს მეორე მხარე, ასეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და კერძოდ ამ მიმართულებას ჭირდება ჭარბი ენერგორესურსი. შესაბამისად, თანამედროვე ეკონომიკაში ქვეყნებს, რომელთაც ექნება ენერგოუსაფრთხოება და ხელმისაწვდომი ენერგორესურსები, ექნებათ კონკურენტული უპირატესობა მომავლის ეკონომიკაში და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკული სექტორი გახდეს სტრატეგიული სექტორი და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ რიგში, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და შემდგომ ხელმისაწვდომი ენერგორესურსის უზრუნველყოფისთვის, რადგან აღნიშნული დარგის წარმატებით განვითარება ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითრებას ქვეყანაში, რომელიც თავის მხრივ თანმხლებ ეკონომიკურ სექტორებს და სამუშაო ადგილებს აჩენს. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ყოველივე ამას და დიდი პოტენციალი გვაქვს ამ მიმართულებით - საინვეტიცოდ უაღრესად მნიშვნელოვანია და კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარე სტრატეგიულ სექტორებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ სწორედ ეს სექტორები წარმოადგენს ეკონომიკის წინა ხაზს.
„ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები, დეველოპმენტი, ტურიზმი - ეს არის ეკონომიკის წინა ხაზი. მაგრამ ამას სჭირდება ზურგი. სწორედ ფინანსური და განათლების სექტორები წარმოადგენენ რეალური ეკონომიკის ზურგს. ამ ორმა სექტორმა ეკონომიკა უნდა უზრუნველყოს განვითარების შესაძლებლობებით. რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან სტაბილური ფინანსური სექტორი გვაქვს. თუმცა გვჭირდება კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ამისთვის საჭიროა კაპიტალის ბაზრების კიდევ უფრო განვითარება. და ეს სექტორები, რომელიც მე ჩამოვთვალე ყველა ზრდის მაგენერირებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორი პოზიციონირების შემთხვევაში შესაძლებელია საინვესტიციო ფონდების კიდევ უფრო განვითარება სექტორების მიხედვით. კაპიტალის მოზიდვა ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია მოდელირება გავუკეთოთ სექტორებს, რომ მათ ზრდის გენერირება შეუძლიათ. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ, რომ ინვესტორებს დავანახოთ თუ ზრდის რა პოტენციალი აქვთ მათ“ - ამბობს ბერეკაშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი - შოთა ბერეკაშვილი
სხვა სიახლეები
15.09.2025.17:34
"საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა მას ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ენერგეტიკულ დერეფნად აქცევს. ჩვენ „მწვანე" წყალბადს განვიხილავთ, როგორც საკვანძო შესაძლებლობას აღნიშნული როლის გასამყარებლად, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს „მწვანე" წყალბადის საგზაო რუკა და სამოქმედო გეგმა. შეხვედრა, ჰიბრიდულ რეჟიმში, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით გაიმართა.
„ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე" წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევიტანოთ წვლილი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის წყალბადის პლატფორმის ჩამოყალიბებაში, ჩვენს მეზობლებთან და ევროკავშირთან პარტნიორობით," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
შეხვედრაზე სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ წარადგინა „მწვანე" წყალბადის საგზაო რუკის პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა „მწვანე" წყალბადის წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას ტრანზიტისა და საექსპორტო მარშრუტებისათვის, ასევე ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ადნან თარინი. სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის", ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, აგრეთვე ენერგეტიკული კომპანიების, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა.