მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7048.5
-0.0059
flag
AZN 1.6157
-0.0006
flag
CNY 38.063
0.0275
flag
EUR 3.1105
-0.0062
flag
GBP 3.6643
0.0077
flag
KZT 53.42
0.0031
flag
TRY 0.0711
-0.0001
flag
USD 2.7473
-0.0004

ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

news image

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

 

სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური  პარტნიორია და ბუნებრივია, სომხეთის ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო ხელსაყრელი და წარმატებული იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან, ჩვენი თანამშრომლობა კომპლექსურია და  მოიცავს სავაჭრო ურთიერთობებს, ურთიერთობებს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის და ინვესტიციების სფეროში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა სომხეთში გიორგი შარვაშიძემ. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოსა და სომხეთში არსებული მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ტენდენციების, ასევე არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

 

ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების და უწყებების დიალოგთან ერთად, იყოს პრაქტიკული შეხვედრები და მოხდეს უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება ბიზნეს სექტორთან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საინვესტიციო საქმიანობას, ვაჭრობის წახალისებას - საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარია და ეს მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა სომეხი ვიზიტორებისთვის - გასულ წელს ვუმასპინძლეთ დაახლოებით მილიონამდე ვიზიტორს სომხეთიდან და შევინარჩუნეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციითსაუბარი ასევე შეეხო საუბარი შეეხო მსხვილ რეგიონულ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2024 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის გაფორმება, რამაც  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო გაზარდა. ამასთან, ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო სომხეთში ქართული კომპანიების საქმიანობის პერსპექტივების შესახებ.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია, რომელიც Lion Finance Group -მა განახორციელა სომხეთის ფინანსურ სექტორში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა - როდესაც ორი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები მჭიდროდ თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისა და სომხური ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობა, ჰქონდეთ მხარდაჭერა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებისაგან თავიანთი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ვფიქრობ, სომხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ, რადგანაც ავიაკომპანიებს ბევრი პრობლემა მოუგვარდათ - სოფო აზარაშვილი

06.05.2025.21:50

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების დაგვიანების გამო მგზავრთა საერთო უკმაყოფილების შესამცირებლად, ეკონომიკისა და შს სამინისტროებმა, საქართველოს აეროპორტების ჩართულობით, ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და იმ მგზავრების გამო, რომელსაც სახელმწიფოში შესვლის უფლება არ მიეცათ ავიარეისების შეყოვნება აღარ მოხდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Voyager-ის ("ვოიაჟერი") დირექტორმა სოფო აზარაშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანესი იყო თავად საავიაციო ბიზნესისთვის, რადგანაც ამ გზით კომპანიებს ხარჯები აღარ გაეზრდებათ.

„გადაწყვეტილებას ძალიან დადებითად ვაფასებ, რადგანაც ბევრი პრობლემა მოგვიგვარდა ყველას. წლების განმავლობაში დიდი პრობლემები იყო იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ რეისზე ასეთი ბევრი მგზავრი შეიძლება ყოფილიყო, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ქვეყანაში ვერ შემოდიოდნენ. ამიტომ საზღვრის დეპარტამენტს უწევდა, რომ ეს მგზავრები უკან გაებრუნებინა. შესაბამისად ვიდრე ეს ყველაფერი მგზავრთან მიმართებაში არ გაირკვეოდა, ის იგივე ბორტით უნდა დაბრუნებულიყო უკან. ამას კი სჭირდებოდა გარკვეული დრო. აქედან გამომდინარე ეს იწვევდა რეისების დაგვიანებას, რაც ავიაკომპანიებისთვის არის უდიდესი პრობლემა. იცით, რომ თითოეული ავიაკომპანია და ბორტი გაწერილი გრაფიკით ოპერირებს და საქართველოდან დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ, მისი გადამისამართება ხდება სხვა რეისებზე, რაც მთლიანობაში ავიაკომპანიას არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად უქმნიდა პრობლემას.

ავიაკომპანიების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე საუბრები დიდი ხანია დაწყებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით და ასევე საზღვრის დაცვის სამსახურის მონაწილეობით მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება და ეს მგზავრები, რომელსაც საქართველოში არ შემოუშვებენ რამდენიმე საათს, ან დღეს გაატარებენ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში, მომდევნო რეისამდე. გადაწყვეტილება ძალიან კარგია ბიზნესისთვის, ავიაკომპანიებისთვის, რადგანაც რეისები აღარ დაიგვიანებს და ავიაკომპანიის მხრიდანაც უკმაყოფილება ჩვენი საზღვრის, თუ ქვეყნის მიმართ აღარ იქნება“, - აღნიშნა სოფო აზარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Voyager-ი ავიაკომპანიების flydubai-ს, Gulf Air-ის, Jazeera Airways-ის, Flynas-ის და Indigo-ს გენერალური დისტრიბუტორია საქართველოში.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა