მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წევრი ქვეყნების ჯგუფის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

news image

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის (constituency) შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა მოდერატორობა გაუწია სესიას თემაზე: „მსოფლიო ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში".

სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ანტონელა ბასანიმ, რომელმაც ისაუბრა საკვანძო რეგიონულ შესაძლებლობებზე ტრანსპორტის, მწვანე ეკონომიკისა და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებებით.

მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ივაილო იზვორსკიმ ისაუბრა, თუ როგორ უნდა იქცნენ მაღალშემოსავლიან ქვეყნებად ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები.


სესიის დასრულების შემდეგ გამართულ პანელურ დისკუსიაში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კოლეგებთან ერთად შეაჯამა პლენარულ სესიებზე განხილული საკითხები და მსჯელობის დროს გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები.

შემაჯამებელ პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ერა დაბლანორისი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის უფროსი იასპერ ვესელინგი და მონტენეგროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირენა რადოვიჩი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image კურორტ "გოდერძიზე" ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

04.07.2025.17:34

კურორტ "გოდერძიზე" ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ახალციხის ცენტრალური მაგისტრალიდან-მწვანე ტბამდე მისასვლელი 350 მეტრი სიგრძის გზის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობა ხორციელდება.
შპს "გოდერძი რეზორტი"-ს პროექტის ფარგლებში ასევე, მწვანე ტბის ტერიტორიაზე, გარე განათებები და საფეხმავლო ბილიკები გაკეთდება. სამშენებლო სამუშაოებს "გოდერძი რეზორტის" დირექტორი მინურ პაქსაძე გაეცნო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა