მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან

news image

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.

მისიის მიერ აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა, ასევე უმუშევრობის დონის შემცირება, ასევე ხაზი გაესვა ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. მისია მოელის, რომ მომავალ წელს, შეუფერხებლად განხორციელდება ევრობონდების რეფინანსირება.

მისია, ასევე მიესალმება მთავრობის განზრახვას, განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობის კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სსფ-ის წესდების (IV მუხლის დებულებით) გათვალისწინებულ მოლაპარაკებებს, რომელიც 2026 წლის მარტშია დაგეგმილი.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებიეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ეროვნული ბანკისა და სსფ-ის მისიის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ფინანასთა სამინისტგრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.6 მილიარდს მიაღწევს, ხოლო 2026 წელს - $4.9 მილიარდს - Galt & Taggart

16.12.2025.16:47

ჩვენი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.7%-ით გაიზარდა და 305 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. Galt & Taggart-ის ცნობით, ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+4.9% წ/წ).

„ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს და 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება 2026 წელს“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა