ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით - ლაშა ხუციშვილი
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ეკონომიკური ფორუმის მე-20 დისკუსია დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის თემაც „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ იყო.
ფინანსთა მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერიკაშვილი და „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, იმ სტრუქტურულ რეფორმებზე და იმ ეკონომიკურ მიმართულებებზე, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს ქვეყანაში. დღეს საქართველოს ეკონომიკა არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის ეკონომიკური ზრდა მიიღწევა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა სრულად ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, დაბალი ვალის დონეს, დაბალი დეფიციტის დონეს, დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელს და მიზნობრივ მაჩვენებელთან ძალიან ახლოს მყოფ ინფლაციას. ამ მიმართულებით საქართველო არის ძალიან გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.19:00
იტალიაში ექსპორტი თითქმის 101%-იან ზრდას უჩვენებს, ხოლო იმპორტი 1%-იან მატებას. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიაში 25,449.67 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,669.98 ათასი დოლარის. ზრდა 100.9%-ის დონეზეა. საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მილებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 31%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიიდან 137,434.94 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 135,835.19 ათასი დოლარი. ზრდა 1,2%-ის დონეზეა.
იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს: