მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

ლარის კურსი დოლართან გამყარდა

news image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1984 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6830 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6830 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6838 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1984  ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება მზარდია, მისმა მოცულობამ ₾120 მილიონს მიაღწია - დავით ონოფრიშვილი ბაზრის ტენდენციებზე

11.03.2026.20:40

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლებში კერძო სადაზღვევო ბაზარმა ზრდა აჩვენა, ჯანდაცვის მიმართულება შვიდ წელიწადში თითქმის გაორმაგდა, ავტოდაზღვევის ბაზარი ახლო მომავალში განვითარდება, ხოლო მოსახლეობა თანდათან უფრო მეტად დაინტერესებულია საკუთარი ქონების, ყოფითი რისკებისა და სიცოცხლის დაზღვევით. 2023 წლიდან ძალაში შესული კანონი კერძო საპენსიო ფონდებზე დამატებით შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს დანაზოგისა და დაზღვევის შექმნაში, რაც ბაზრის ზრდას და სახელმწიფო რესურსების ეფექტურ განაწილებას უწყობს ხელს.

„ქონების დაზღვევის მიმართულება ვითარდება, თუმცა მოსახლეობაში ამ სერვისის მიმართ ნდობა და ინტერესი მაინც დაბალია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ყოფითი პრობლემების წინაშე ვდგებით - მაგალითად, მეზობლისგან წყლის ჩამოსვლა ან ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომა, რამაც შეიძლება სხვისი ქონების დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვევაა ქონების დაზღვევის მთავარი მიზანი, თუმცა ბევრი მოქალაქე ამ რისკებისგან თავის დაცვაზე ჯერ კიდევ არ ფიქრობს.

სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება მზარდია. მისმა მოცულობამ უკვე გადააჭარბა 100 მილიონს და 120 მილიონ ლარს მიაღწია. ეს პროდუქტი ძირითადად საბანკო სექტორთან არის დაკავშირებული, როდესაც მომხმარებელი იპოთეკურ სესხს ან სხვა სერიოზულ ფინანსურ ვალდებულებას იღებს, ბანკი, რისკების დაზღვევის მიზნით, სიცოცხლის დაზღვევას მოითხოვს.

ამრიგად, სადაზღვევო სფეროს მრავალი მიმართულება ვითარდება. გარდა ამისა, ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ კერძო საპენსიო ფონდებსაც. 2023 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ე.წ. „მესამე სვეტს“ ეხება. მოგეხსენებათ, პირველი ორი სვეტი უკვე მოქმედებს. პირველი გულისხმობს სახელმწიფო პენსიას, მეორე კი დაგროვებით სქემას, რომელშიც სახელმწიფო, დამსაქმებელი და დასაქმებული 2-2%-იანი შენატანებით მონაწილეობენ. მესამე სვეტი კი სრულად საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, კერძო მოდელია, სადაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს სურვილისამებრ, გარკვეული სქემით შეუძლიათ მონაწილეობა.

მართალია, არსებობს სხვადასხვა მოდელი, თუმცა შესაბამისი კანონი 1-ლი იანვრიდან უკვე შევიდა ძალაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს მიმართულება განვითარდება, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს  სხვა ქვეყნების გამოცდილებაც აჩვენებს, რომ კერძო საპენსიო ფონდები დანაზოგების დაგროვებისა და დამატებითი დაინტერესების მნიშვნელოვანი წყაროა. ქვეყანაში შემოსავლები იზრდება და ეკონომიკური დინამიკა დადებითია, რაც გვაძლევს იმედს, რომ საპენსიო სისტემის ეს ფორმაც წარმატებით განვითარდება“, - აცხადებს უწყების ხელმძღვანელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა