ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1980 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6838 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6838 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6856 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი 3.1980 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1857 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა $6.65 მილიარდს მიაღწია
06.03.2026.15:49
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2 432.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2026 წლის იანვარში 86.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თებერვლის წმინდა შესყიდვების განახლებული სტატისტიკა კი 25 მარტს გამოქვეყნდება.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.%-ს (1 198.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 698.40 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 აპრილს გამოაქვეყნებს.