მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107
0.0033
flag
AZN 1.5812
-0.0006
flag
CNY 38.723
-0.0038
flag
EUR 3.1749
0.0048
flag
GBP 3.6846
0.011
flag
KZT 53.95
0.005
flag
TRY 0.0618
0
flag
USD 2.6883
-0.001

ლარის კურსი დოლართან გამყარდა

news image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1749 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6883 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6883 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6893 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1749 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1701 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

04.02.2026.18:29

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 1.2%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სტაბილურობას ინარჩუნებს. იანვარში საბაზო ინფლაციამ 2.1% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს (3.0%) უტოლდება

საბანკო სექტორი

  • დეკემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 14.0% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია დეკემბერში 0.2 პპ-ით შემცირდა და 47.7% შეადგინა
  • დეკემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია გაიზარდა 0.5 პპ-ით 42.4%-მდე

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 8.8%-ით გაიზარდა 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე. დეკემბერში საქონლის იმპორტზე ზრდის მიმართულებით სამომხმარებლო და შუალედური მოხმარების პროდუქტები მოქმედებდა, თანაბარი 6.9-6.9 პპ წვლილებით
  • ექსპორტი - ექსპორტი 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიურად ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (10.4 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (8.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტის ზრდით. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონელი (3.6 პპ კონტრიბუციით)
  • დეკემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 342.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი დაახლოებით 6.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა