მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0013
flag
AZN 1.5876
-0.0003
flag
CNY 39.131
-0.0132
flag
EUR 3.1083
-0.0235
flag
GBP 3.5609
-0.0339
flag
KZT 57.13
0.0036
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6989
-0.0005

ლარის კურსი დოლართან გამყარდა

news image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2009 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6932 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6937 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2009 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1950 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ, ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში - ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის l შოთა ბერეკაშვილი

03.04.2026.13:29

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.

ბერეკაშვილის თქმით, საქართველოში წამლების რეფერენტული ფასების სისტემა უზრუნველყოფს, რომ ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით არ იყოს უფრო მაღალი.

კომისიის თავმჯდომარის შეფასებითვე, გაჟღერებული აზრი, რომ რეფერენტული ფასების პირობებში წამლები შეიძლება ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძვირი იყოს, არასწორია და სპეკულაციას უწოდებს.

„გასაგები რომ იყოს, მგონი, კომისიის ყველა წევრს არ ესმის საქართველოში რეფერენტული ფასები როგორ მუშაობს. საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის მაგალითიდან, ესენი არიან: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ლატვია და ბულგარეთი. ფასები აღებულია ამ ბაზრების შესწავლის შედეგად, მათი საშუალოზე დაბალი, რომლის შედეგად ფორმირდება ფასები როგორც იმპორტირებულ წამლებზე, ასევე ადგილობრივ წამლებზე და არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე არის მაგალითად, ევროპის რომელიმე ქვეყნებში. უბრალოდ ვერ იქნება იმიტომ, რომ რეფერენტი ასე მუშაობს. დანარჩენი სპეკულაციაა და მე ვფიქრობ, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომის დეფიციტი იმიტომ, რომ ეს სისტემა ასე მუშაობს. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის“ - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა