ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1950 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6937 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1950 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1607 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0343 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
როგორია ჩინეთ-საქართველოს მიმდინარე სავაჭრო სტატისტიკა
26.01.2026.19:00
ჩინეთში ექსპორტი 8%-იანი ზრდას აჩვენებს, ხოლო იმპორტი 23%-ით.
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ჩინეთში 327 575.7 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 303 119.7 ათასი დოლარის. ექსპორტის ზრდა 8.1%-ის შეადგენს. საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:
რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ზრდა 23.1%-ია. 2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 1 985 427.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი 1 612 344.1 ათასი დოლარის. ჩინეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი ელექტროგენერატორულ დანადგარებსა და მბრუნავ ელექტრო გარდამქმნელებზე მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს: