ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1568 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7118 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7118 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1568 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.19:00
საქართველოში ნესვის იმპორტი 11%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 237.7 ტონა ნესვი იყიდა, რაშიც 95.8 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვარ-მაისში კი ქვეყანაში 268.2 ტონა ნესვის იმპორტია დაფიქსირებული. საქართველოში იმპორტირებული ნესვის 50%-ი ირანზე მოდის.
TOP 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ნესვი იყიდა:
რაც შეეხება ნესვის ექსპორტს, აქ 64%-იანი კლებაა. 2025 წლის ხუთ თვეში საქართველომ ექსპორტზე 37.6 ათასი დოლარის ღირებულების 23.9 ტონა ნესვი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ნესვის ექსპორტი 66.7 ტონის დონეზე იყო. ექსპორტის 100%-ი სომხეთშია განხორციელებული.