ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2090 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7195 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7195 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2090 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2029 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინის ექსპორტს ახორციელებს
16.03.2026.11:00
2026 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტზე 4 105 476 ლიტრი ღვინო გაიტანა, რომლის საერთო ღირებულებაც 12 168.7 ათასი დოლარი იყო. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ 2026 წლის იანვარში 2025 წლის იანვართან შედარებით ქვეყნიდან ღვინის ექსპორტი 3%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარში საექსპორტო ბაზრებზე 4 243 466 ლიტრი ღვინო გაიყიდა.
იანვარში ექსპორტირებული ღვინის 72%-ი რუსეთში გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ღვინის ექსპორტი განახორციელა:
2025 წელს საქართველომ საქესპორტო ბაზრებზე 89 785 586 ლიტრი ღვინო გაყიდა, რაშიც 267 910.4 ათასი დოლარი გადაიხადა.