ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1083 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6989 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6989 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6994 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1083 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1318 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0235
ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა
02.04.2026.17:04
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა.
სააგენტომ გამოაცხადა 112 ელექტრონული აუქციონი და გაიყიდა 68 ერთეული უძრავი ქონება.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიულად სთავაზობს საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას.
შეგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://eauction.ge/