ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1402 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7166 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1402 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1483 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0081 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ეროვნულმა ბანკმა კარგად შეინარჩუნა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში - JP Morgan-ის ეკონომისტი
25.03.2026.17:11
საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღება დიდია, რადგან საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდება, ეროვნული ვალუტა სტაბილურია, ეროვნულმა ბანკმა კი მნიშვნელოვანი რეზერვები დააგროვა, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია JP Morgan-ის ეკონომისტმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხამზა შარიფზოდამ ეროვნული ბანკის პრეზიდეტთან ნათია თურნავასთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ინარჩუნებს ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე ისაუბრეს ქვეყანაში კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ზრდისა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.
JP Morgan-ის ეკონომისტის განცხადებით, სებ-ის პრეზიდენტთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
„ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი დიდი ინტერესია, რადგან თქვენი ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება, ვალუტა ძლიერია, ცენტრალურმა ბანკმა დიდი რეზერვები დააგროვა. შესაბამისად, ინვესტორები ინტერესდებიან როგორც შიდა ბაზრით, ასევე ევრობონდებით“, - აღნიშნა JP Morgan-ის ეკონომისტმა.
მისივე თქმით, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ინფლაცია საქართველოში შედარებით დაბალია.
„ეროვნულმა ბანკმა კარგად შეინარჩუნა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში. ფისკალური პოლიტიკაც დიდი სიფრთხილით სრულდება, რაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობას უწყობს ხელს. შედეგად, საუბრები ძალიან პროდუქტიული იყო. განვიხილეთ ყველა დეტალი - პერსპექტივა, პროგნოზები და რისკები“, - განაცხადა ხამზა შარიფზოდამ.
ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაცია საქართველოში სებ-ის მოწვევითა და JP Morgan-ს თანაორგანიზებით იმყოფება. დელეგაცია აერთიანებს ისეთ ცნობილ, მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JP Morgan, Morgan Stanley Investment Management, Aberdeen, MetLife და სხვა.