ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1802 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6799 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6807 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1802 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1782 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.002 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
სხვა სიახლეები
ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შეძენის წარმატებით დასრულება კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის და კონკურენციისთვის - ირაკლი რუხაძე
16.04.2026.19:18
,,ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შეძენის წარმატებით დასრულება კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის და კონკურენციისთვის", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
ცნობისთვის, ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა.
აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბაზარზე. ორი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის ერთობა, რომელთაც აქვთ ერთმანეთის შემავსებელი ძლიერი მხარეები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.