ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1853 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6819 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6819 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი 3.1853 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1984 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0131 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
მარეგულირებელი უწყებების მთავარი მიზანი მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა - დავით ონოფრიშვილი
11.03.2026.19:40
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული უკვე მეოთხედ იმართება. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ეკონომიკური საქმიანობისა და სხვადასხვა პროდუქტის გამოყენებისას, ასევე უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. კვირეული ოფიციალურად 16 მარტს სრულდება, თუმცა ღონისძიებები ქალაქებსა და რეგიონებში ეტაპობრივად მიმდინარეობს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ მოქალაქეებმა ბოლომდე გააცნობიერონ საკუთარი უფლებები და შესაძლებელი იყოს მათ ეფექტური დაცვა.
„მსოფლიოში უკვე მრავალი ათწლეულია, რაც 15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველო ამ ტრადიციას წელს მეოთხედ უერთდება. ღონისძიებები მთელ კვირას მოიცავს - ის ორშაბათს დაიწყო და მომდევნო ორშაბათს დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ კვირეული შვიდ დღეზეა გაწერილი, მთავარი თარიღი მაინც 16 მარტია, რომელსაც წელსაც სათანადოდ აღვნიშნავთ.
როგორც წესი, ღონისძიებები თბილისში იმართება, სადაც მარეგულირებელი უწყებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ანგარიშს წარვადგენთ. ჩვენი საქმიანობისა და იმ ეკონომიკური სექტორების ზედამხედველობის მთავარი მიზანი სწორედ მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა. კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას მომსახურებას სთავაზობენ, ვალდებულნი არიან დაიცვან კანონით გაწერილი ნორმები. მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლებები არა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდეს, არამედ რეალურად აღსრულდეს
ამასთანავე, აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ. ხშირად მათ არ აქვთ სრული ინფორმაცია, წელს აქტივობები თბილისში დავიწყეთ, თუმცა შეხვედრები უკვე გაიმართა გარდაბანში, ხვალ კი გორში, ბათუმსა და წყალტუბოში გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში მსგავსი ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთსა და ქუთაისშიც ჩატარდა“, - აცხადებს ონოფრიშვილი.