ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1087 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7320 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7320 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7321 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1162 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.17:34
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.
„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს.
ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.