მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0035
flag
AZN 1.5889
0.0017
flag
CNY 38.39
0.0065
flag
EUR 3.1697
0.0091
flag
GBP 3.6292
0.0193
flag
KZT 52.43
0.0029
flag
TRY 0.0631
0.0001
flag
USD 2.7015
0.0031

კვერცხის იმპორტი შემცირებულია - როგორია ტენდენცია

news image

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 3 476.8 ათასი დოლარის ღირებულების 15 536 ათასი ცალი კვერცხის იმპორტი განახორციელა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკასთან უდავოდ შემცირებული მაჩვენებლებია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში საქართველოში კვერცხის იმპორტმა 6 244.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაოდენობაში კი 34 189 ათასი ცალი. 

აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში კვერცხის იმპორტი რაოდენობრივად 55%-ით არის შემცირებული.

მიმდინარე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში კვერცხის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის კვერცხის იმპორტის 82%-ი.

TOP 3 ქვეყანა, სადაც საქართველო კვერცხს ყიდულობს:

  • თურქეთი - 12 684 ათასი ცალი;
  • ბელარუსი - 1 117 ათასი ცალი;
  • თურქმენეთი - 953 ათასი ცალი;

2024 წელს საქართველომ 6 582.5 ათასი დოლარის ღირებულების 35 479 ათასი ცალი კვერცხი იყიდა, 2023 წელს კი 62 242 ათასი ცალი კვერცხი. ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში კვერცხის იმპორტის (რაოდენობრივად) რეკორდი სწორედ 2023 წელს დაფიქსირდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს

23.12.2025.15:00

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 160 865.4 ათასი დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 239 196 598 ლიტრი წყალი გადაზიდა საექსპორტო ბაზრებზე, მაშინ როდესაც 2024 წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 237 671 291 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში წყლის ექსპორტი 1%-ით არის შემცირებული.

საქართველოში ჩამოსხმული მინერალური და მტკნარი წყლებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:

  • რუსეთი - 124 286 400 ლიტრი;
  • ყაზახეთი - 39 556 323 ლიტრი;
  • უკრაინა - 23 524 130 ლიტრი;
  • ლიეტუვა (ლიტვა) - 11 874 287 ლიტრი;
  • უზბეკეთი - 11 171 400 ლიტრი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა