მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა თავის რეჟიმში, უნდა გააგრძელოს იმ ამოცანების შესრულება, რაც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ლევან დავითაშვილი

news image

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს საზოგადოებამ უფრო მეტად ორიენტირება გავაკეთოთ იმ მიმდინარე ამოცანების შესრულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა იყოს წარმატებული რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. მათ შორის, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობა და ეკონომიკური სტაბილურობა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას.

 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე პროცესების შესაბამისად, მთავრობას ეკონომიკის განვითარების სცენარის რამდენიმე ვერსია აქვს, მათ შორის საბაზო სცენარი ეკონომიკის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. ამასთან, მისი თქმით, არსებობს გარკვეული უარყოფითი სცენარიც, რომელიც საბაზო სცენარიდან მცირე გადახვევას გულისხმობს  - თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 3%-ზე მაღალი მაინც იქნება.

 

„ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური სცენარიც, რომელიც 6%-ზე უფრო მაღალ ზრდას მოიაზრებს. ღიად ვამბობ, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ, მათ შორის უარყოფითსაც, თუმცა, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ მინიმუმ საბაზო სცენარის გარშემო გვექნება ეკონომიკური ზრდა. მათ შორის, ამაზე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ ჩვენი, მთავრობის გუნდის განწყობა და მოლოდინებიც არის, რომ პოლიტიკური ვითარება უნდა განიმუხტოს, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი რამ შეიცვლება და ეს ყველაფერი, წესით, შეიძლება გადაითარგმნოს პირიქით - უფრო დადებით, პოზიტიურ სცენარში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პირდაპირ მოქმედებს საერთაშორისო პროცესები. ლევან დავითაშვილის პროგნოზით, საერთაშორისო მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საქართველოს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პარტნიორებთან და ეს უნდა იყოს ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ მათ შორის ზემოქმედება მოხდეს ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზეც. რაც შეეხება საპროტესტო აქციების მოთხოვნას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, მისი აზრით, ეს მოთხოვნა საფუძველსმოკლებულია უკვე ჩატარებული არჩევნების ფონზე.

 

„არც დავიწყებ საპროტესტო აქციების მოთხოვნების შეფასებას, ამაზე ჩემი პოზიცია ძალიან გასაგებია - დღეს როგორ უნდა ვსაუბრობდეთ რაიმე ტიპის არჩევნებზე? არჩევნები ჩატარდა, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა თავის რეჟიმში, უნდა გააგრძელოს იმ ამოცანების შესრულება, რაც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის, საზოგადოების და პიროვნებებისთვის. რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესებს - ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, მიმდინარე წელს გვექნება ადგილობრივი არჩევნები და თუ ქვეყანაში რაიმე კითხვა არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, მიმდინარე წელს ეს შეიძლება ძალიან მარტივად გაირკვეს. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული და გარკვეულწილად ზედაპირულიც მგონია ასეთი მოთხოვნების დაყენება. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს საზოგადოებამ უფრო მეტად ორიენტირება გავაკეთოთ იმ მიმდინარე ამოცანების შესრულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა იყოს წარმატებული რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა და ეკონომიკური სტაბილურობა. ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიზნესი ძირითადად რაციონალურად აღიქვამს ხელისუფლების პოზიციას და თავადაც ასეთივე რაციონალური პოზიცია ექნება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ლუდის ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი

18.08.2025.19:00

საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.

საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს: 

  • ყაზახეთი - 1 014 900 ლიტრი;
  • რუსეთი - 444 182 ლიტრი;
  • სომხეთი - 443 407 ლიტრი;
  • ისრაელი - 253 345 ლიტრი;
  • აზერბაიჯანი - 173 552 ლიტრი;

ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა