მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

ყველის, თევზის, ქათმის და ღორის ხორცის მოხმარება 2030 წლისთვის ₾3 მილიარდს მიაღწევს, რაც ადგილობრივი წარმოების დამატებით ₾1 მილიარდით გაფართოების პოტენციალს ქმნის - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის ყველის, თევზისა და ხორცის მოხმარება 3 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც ადგილობრივი წარმოების დამატებით 1 მილიარდი ლარით გაფართოების პოტენციალს ქმნის.  

კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველის მოხმარება 2025 წლის 900 მილიონი ლარიდან 2030 წლისთვის 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ამასთან, ყველის ბაზარზე იმპორტის წილი 2025 წლის მონაცემებით 13%-ს შეადგენს.

ფრინველის ხორცის შემთხვევაში, მოხმარება 500 მილიონიდან (2025 წლის მაჩვენებლები) 800 მილიონ ლარამდე (2030 წლის პროგნოზი) მოიმატებს, თუმცა ამ სეგმენტში იმპორტის წილმა 2025 წლის მაჩვენებლებით 66% შეადგინა.

რაც შეეხება ღორის ხორცს, მისი მოხმარება 400 მილიონიდან 2030 წლისთვის 500 მილიონ ლარამდე გაიზრდება. 2025 წლის სტატისტიკით ღორის ხორცის მოხმარებაში 45% იმპორტზე მოდიოდა.

ყველაზე მეტად იმპორტირებული პროდუქციით თევზის სექტორი მარაგდება, სადაც იმპორტის წილი 85%-ს აღწევს. Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში თევზის მოხმარებამ  200 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც 2030 წლის პროგნოზით 300 მილიონ ლარს მიაღწევს.

აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარების ყველაზე დიდი რესურსი სწორედ იმ სექტორებშია, სადაც ამჟამად უცხოური პროდუქცია ჭარბობს.

„სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი აერთიანებს პროდუქტიულობის, სურსათის ფასებისა და ინვესტიციების ინდიკატორებს და სისტემურად აფასებს სექტორის მდგომარეობას, ძირითად ტენდენციებს და განვითარების პოტენციალს. 2017-24 წლებში ინდექსის დინამიკა მთლიანობაში პოზიტიური იყო, რაც სექტორის ეტაპობრივ განვითარებაზე მიუთითებს. საქართველოში საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება, 2025 წელს ადგილობრივმა მოხმარებამ 21.5 მილიარდი ლარი შეადგენდა, საიდანაც 27% იმპორტით, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი გადამუშავებული პროდუქტების მოხმარების მატებაა. ამასთან, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტმა 4.5 მლრდ ლარი შეადგინა 2025 წელს. მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საკვები პროდუქტების მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მლრდ ლარს მიაღწევს. ძირითადი აგროპროდუქტების – ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და ალკოჰოლური სასმელების – ერთობლივი მოხმარება 2025 წელს 6.4 მლრდ ლარს შეადგენდა, ექსპორტი 3.0 მლრდ ლარს, ხოლო იმპორტი 2.8 მლრდ ლარს. საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული ხორცის, რძის პროდუქტებისა, მარცვლეულის და ბოსტნეულის მიმართულებით, ხოლო ხილი, თხილი და ყურძნისგან წარმოებული ალკოჰოლური სასმელები ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია. მოთხოვნის სტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე. თუმცა ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ ეწევა მოთხოვნის ზრდას, რის გამოც იმპორტდამოკიდებულება ძლიერდება. მომდევნო წლებში განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის ხორცის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში. ჩვენი მოლოდინით, 2030 წლისთვის ამ პროდუქტების ბაზარი დაახლოებით 3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 1 მლრდ ლარამდე დამატებითი ადგილობრივი წარმოების პოტენციალს ქმნის. სექტორის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ცოდნის და ტექნოლოგიების დაბალი დონე, მიწების ფრაგმენტაცია, დაბალი კორპორატიზაცია, რაც დარგის დაბალ პროდუქტიულობას განაპირობებს. ამავე დროს, ექსპორტი კვლავ რამდენიმე ძირითად პროდუქტსა და ბაზარზეა კონცენტრირებული, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის საჭიროებაზე მიუთითებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვან განვითარების პოტენციალს ინარჩუნებს და ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობები არსებობს. პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ბიზნესის როლის გაძლიერება, მიწის კონსოლიდაცია, სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ძირითადი წინაპირობებია. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო მხარდაჭერაც, მათ შორის საინვესტიციო და აგროკრედიტის პროგრამები. ჯამში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარების პოზიტიურ ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი იქნება პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება და ექსპორტის დივერსიფიკაცია“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვლევის აღწერაში. 


სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი აერთიანებს პროდუქტიულობის, სურსათის ფასებისა და ინვესტიციების ინდიკატორებს და სისტემურად აფასებს სექტორის მდგომარეობას, ძირითად ტენდენციებს და განვითარების პოტენციალს. 2017-24 წლებში ინდექსის დინამიკა მთლიანობაში პოზიტიური იყო, რაც სექტორის ეტაპობრივ განვითარებაზე მიუთითებს. საქართველოში საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება, 2025 წელს ადგილობრივმა მოხმარებამ 21.5 მილიარდი ლარი შეადგენდა, საიდანაც 27% იმპორტით, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი გადამუშავებული პროდუქტების მოხმარების მატებაა. ამასთან, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტმა 4.5 მლრდ ლარი შეადგინა 2025 წელს. მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საკვები პროდუქტების მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მლრდ ლარს მიაღწევს. ძირითადი აგროპროდუქტების – ხორცისრძის პროდუქტებისმარცვლეულისბოსტნეულისხილისა და ალკოჰოლური სასმელების – ერთობლივი მოხმარება 2025 წელს 6.4 მლრდ ლარს შეადგენდა, ექსპორტი 3.0 მლრდ ლარს, ხოლო იმპორტი 2.8 მლრდ ლარს. საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული ხორცის, რძის პროდუქტებისა, მარცვლეულის და ბოსტნეულის მიმართულებით, ხოლო ხილი, თხილი და ყურძნისგან წარმოებული ალკოჰოლური სასმელები ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია. მოთხოვნის სტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე. თუმცა ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ ეწევა მოთხოვნის ზრდას, რის გამოც იმპორტდამოკიდებულება ძლიერდება. მომდევნო წლებში განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის ხორცის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში. ჩვენი მოლოდინით, 2030 წლისთვის ამ პროდუქტების ბაზარი დაახლოებით 3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 1 მლრდ ლარამდე დამატებითი ადგილობრივი წარმოების პოტენციალს ქმნის. სექტორის ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება ცოდნის და ტექნოლოგიების დაბალი დონე, მიწების ფრაგმენტაცია, დაბალი კორპორატიზაცია, რაც დარგის დაბალ პროდუქტიულობას განაპირობებს. ამავე დროს, ექსპორტი კვლავ რამდენიმე ძირითად პროდუქტსა და ბაზარზეა კონცენტრირებული, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის საჭიროებაზე მიუთითებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვან განვითარების პოტენციალს ინარჩუნებს და ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობები არსებობს. პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ბიზნესის როლის გაძლიერება, მიწის კონსოლიდაცია, სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ძირითადი წინაპირობებია. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო მხარდაჭერაც, მათ შორის საინვესტიციო და აგროკრედიტის პროგრამები. ჯამში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარების პოზიტიურ ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი იქნება პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება და ექსპორტის დივერსიფიკაცია

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა დაახლოებით 220 ათასს შეადგენს, რაც სამუშაო ძალის 13.9%-ია - გოგიტა თოდრაძის განმარტება

16.03.2026.23:30

საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლის გაანგარიშება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებზე დაყრდნობით ხდება. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა,  უმუშევრად ითვლება პირი, რომელიც ბოლო კვირაში არ მუშაობდა, გასული თვის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამსახურს და მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. 

„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს მეთოდოლოგია, რომელსაც ვიყენებთ უმუშევრობის და დასაქმების სტატისტიკის გაანგარიშებისას, ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ვინ არის უმუშევარი ამ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ეს არ გახლავთ ჩვენი, საქსტატის მოგონილი ეროვნული მაჩვენებელი. უმუშევრად ითვლება პირი, ვინც არ მუშაობდა გასული კვირის განმავლობაში ერთი საათითაც კი, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ანუ მაგალითად, თუ პირი არ მუშაობს, მაგრამ არ ეძებს სამუშაოს სხვადასხვა მიზეზით, მაშინ ის არათუ უმუშევრად ითვლება, არამედ კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, ანუ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილია.

ასევე შეიძლება პირი არ მუშაობს, ეძებს სამუშაოს, მაგრამ არ არის მზად მუშაობის დასაწყებად, ანუ მაგალითად ვგულისხმობ არა აქვს მას შესაბამისი კვალიფიკაცია, ან შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც მას სჭირდება მუშაობის დასაწყებად. ასეთი პირიც კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ. ზოგადად რომ ავიღოთ, უმუშევრობის სტატისტიკისთვის ჩვენ ვიყენებთ მოსახლეობას 15 წლის და ზემოთ, ანუ მინიმალური ზღვარი არის 15 წელი, ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. ასეთი კატეგორიის მოსახლეობა გახლავთ 3 მილიონი. ეს 3 მილიონი იყოფა ორ ნაწილად: პირველია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა და მეორე გახლავთ დაახლოებით... ანუ პირველი არის დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასი, 650 ათასი და დანარჩენი არის ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, ანუ მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ.

პირველი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შედგება ორი ნაწილისგან: დასაქმებულები და უმუშევრები, ოღონდ უმუშევრები სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით. დასაქმებული ორ მიმართულებას აერთიანებს: პირველი არის დაქირავებული პირი, რომელიც დაკონტრაქტებულია დამსაქმებელთან და რომელსაც ერიცხება ხელფასი, ხოლო თვითდასაქმებული შეიძლება იყოს საკუთარ მამულში უსასყიდლოდ მომუშავე პირი, რომელიც მის მიერ მოწეული მაგალითად პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს ყიდის ბაზარზე ან ბარტერის სახით იღებს რაღაც გაცვლიდან მიღებულ შემოსავალს. აქ შედის მაგალითად ძიძები, რეპეტიტორები, რომლებიც ხელფასს კი არა იღებენ, შემოსავალს თავიანთი თვითდასაქმებიდან. შესაბამისად უმუშევრობის დონე იანგარიშება ამ უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილით სწორედ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან. ანუ უმუშევართა რაოდენობა არის დაახლოებით 220 000 ამ კრიტერიუმის მიხედვით და მისი პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან სწორედ გვაძლევს ამ 13.9-იან მაჩვენებელს“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა