მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

ყველაზე გონივრული ინვესტიცია რაც ოდესმე განხორციელებულა და შემდგომშიც განხორციელდება არის ინვესტირება განათლებასა და სპორტში - სპორტული ინფრასტრუქტურის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის დირექტორი

news image

ვფიქრობთ ფონდის ასიგნებებიდან გამოყოფილი იქნება გარკვეული თანხა მსგავსი აქტივობების პროპაგანდისთვის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სპორტული ინფრასტრუქტურის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა ირაკლი მხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფონდი მიზნების მისაღწევად აქტიურად ითანამშრომლებს სპორტული სახეობების ფედერაციებთან. 

„ჩვენ კოორდინირებულად ვიმუშავებთ სპორტის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ფედერაციებთან თუ ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო ინფორმირებული გავხადოთ, რომ ისინი მოექცნენ ჯანსაღი ცხოვრებისკენ და გაიაზრონ რამხელა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ ყველაფერს. ვფიქრობთ არ არის აუცილებელი მაინცადამაინც მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონობა, რადგან ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანსაღი ცხოვრებისკენ ნაბიჯის გადადგმა ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. ეს ნიშნავს ჯანსაღ სხეულში ჯანსაღ სულს, ანუ სხეულის გონებასთან ჰარმონიაში ყოფნას. და ეს ყველაფერი ქვეყანას მოუტანს მეტ სიკეთეს და ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისთვის იქნება გადადგმული ნაბიჯი“, - ამბობს ირაკლი მხეიძე.

 სპორტული ინფრასტრუქტურის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდის დირექტორის განმარტებით, ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება ფონდის დონორი გახდეს. 

„რახან შევეხეთ შემომწირველებს აქვე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიზნეს წარმომადგენლებს, რომლებსაც უკვე გამოხატეს მზაობა მხარი დაუჭირონ ფონდს, ნებისმიერ პირს, ადგილობრივ თუ უცხოელ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს და სხვადასხვა ორგანიზაციას ექნებათ შესაძლებლობა მხარი დაუჭირონ ფონდს. მათ შეეძლებათ დაგვიკავშირდნენ ვებგვერდის ან ცხელი ხაზის მეშვეობით, მიიღონ სასურველი ინფორმაცია და მოახდინონ დონაცია. 

კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ ყველაზე გონივრული ინვესტიცია რაც ოდესმე განხორციელებულა და შემდგომშიც განხორციელდება არის ინვესტირება განათლებასა და სპორტში. შესაბამისად ეს ორი მდგენელი არის ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება. წარმოიდგინეთ როგორი სანახავია შენს მიერ დაფინანსებული სტადიონის ან მოედნის, სხვა სახის სპორტული დარბაზის გადაჭედილი ხალხით ხილვა. და ამის შემდეგ ცხოვრება წესშეცვლილი ახალგაზრდობის დანახვა. სწორედ ეს ყველაფერი გახდება ბიზნეს სექტორისთვის და სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის დიდი ინიციატივა და ბიძგი, რომ მოახდინონ ინვესტირება საქართველოს მომავალში და მხარი დაუჭირონ ფონდს“, - ამბობს ირაკლი მხეიძე. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა - პრემიერი

19.09.2025.18:27

ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთანშეხვედრისას. 

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენო უმაღლესობავ, უღრმესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. დღეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე ჩვენთვის. ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და უღრმეს მადლობას გიხდით ამისათვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში და წარმატებით, მათ აქვთ ყველა პირობა შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ და მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინიციატივები მომავალში იქნება კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა.

თქვენი ვიზიტი მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა