ყველა შიდა რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ ვიყოთ წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს მთავრობა ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რათა ისინი უცხოურ ბაზრებზე მოხვდნენ. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, სწორედ ამას ემსახურება ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელსაც პარლამენტში უკვე მეორე მოსმენით განიხილავენ.
„ყველა ეს შიდა რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ ვიყოთ წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე, ანუ როგორ შევუწყოთ ქართულ ინოვაციურ კომპანიებს ხელი იყვნენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში და სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ დივერსიფიცირებული ბაზრებია, იდენტიფიცირებაა საჭირო და ყველა მიმართულებით ვიმუშავეთ. აფრიკა რატომ ვახსენე? მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი კონკურენცია არის, მაშინ როდესაც აფრიკაში არ არის ეს კონკურენცია, მაგრამ მოთხოვნა თითქმის იგივეა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორად გადავანაწილოთ ჩვენი აქცენტები. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება და მოგეხსენებათ წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სან-ფრანცისკოში ინოვაციების ჰაბს გახსნის. ჩვენი პირველი ჰაბი იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ სტარტაპებს გლობალურ პროცესში მოვეხმარეთ.
სტარტაპებთან მიმართულებაში კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმი გვაქვს, მეორე მოსმენით უკვე საკომიტეტო მოსმენა გაიარა, პირველი მოსმენით პლენარულმაც მიიღო. შემდეგ კვირაში მეორე მოსმენით დამტკიცება უკვე პლენარულ სესიაზე მოხდება და ივნისის ბოლომდე უკვე ეს კანონი მიღებული იქნება. რას გულისხმობს კანონი? „ინოვაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქართულ ინოვაციურ სტარტაპს სტატუსის მიღებიდანვე ექნება შესაძლებლობა, რომ 0%-იანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლოს. მათ შორის, თანამშრომლებში მიერ გადახდილი ხელფასების მიმართულებით. შესაბამისად, პირველი სამი წელი აბსოლუტურად გადასახადებისგან გათავისუფლებული იქნება სტარტაპები. შემდგომ ეს სტარტაპი, სტატუსი შემდეგი სამი წელი შეიძლება კიდევ გახანგრძლივდეს იმ შემთხვევაში, თუ ის ვითარდება და ინვესტიცია მოიზიდა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში 5%-იანი საგადასახადო რეჟიმი იქნება, რომელიც კიდევ დიდი ინვესტიციის მოზიდვის შემთხვევაში 4 წლით მთლიანობაში 10 წელი შეიძლება იყოს და ამ შემთხვევაში 10%-იანი საგადასახადო რეჟიმი იქნება ბოლო ოთხი წელი. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ინვესტიციას, საგრანტო დაფინანსებას ახორციელებს სტარტაპებში და ფულს აძლევს სტარტაპს, ამასთან ერთად, სახელმწიფომ თქვა რომ თქვენგან ფულის ამოღებაზეც უარს ვამბობ პირველი რამდენიმე წელი იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ წამყვანი ტექნოლოგიური ქვეყანა“, - აღნიშნა კასრაძემ.
GITA-ს ხელმძღვანელმა იმ კონკურსზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ოთხი სრულიად ახალი საერთაშორისო აქსელერატორი შემოვა.
„რაც შეეხება კონკურსებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი სტარტაპებისთვის არის ის, რომ ახალი კონკურსი გამოვაცხადეთ ჩვენ რომლითაც ოთხი სრულიად ახალი საერთაშორისო აქსელერატორი შემოვა ჩვენს ქვეყანაში და საწყის ეტაპზე მათ შორის, იდეის ეტაპზე მქონე ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ იდეა აქვთ და არ აქვთ შესაბამისი უნარები, არც ცოდნა და ასე შემდეგ მთელი აქსელერაციის პროცესს გავატარებთ იმისთვის, რომ დაიხვეწოს ეს იდეები და იყვნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები და ამასთან ერთად იქნება საგრანტო დაფინანსება. ანუ აქსელერაციის შემადგენელი ნაწილი იქნება და ჩვენ, რომ 150 000 ლარიანი დაფინანსება გვქონდა ამ შემთხვევაში გვექნება 200 000 ლარიანი საგადასახადო დაფინანსება ამ აქსელერაციის პროცესში. შესაბამისად, ფულსაც მიიღებს სტარტაპი და ცოდნასაც რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოოდ ის შედეგი მივიღოთ რაც ჩვენ გვინდა, რომ დედამიწის ნებისმიერი მიმართულებით ქართულ სტარტაპს ჰქონდეს ბიზნესი. სწორედ ამაზე გადის ჩვენი ეკონომიკის განვითარება. რაც უფრო გლობალური კომპანიები იქნება ქართული კომპანიები შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკის სწრაფი ზრდა გარანტირებულიც იქნება“, - განმარტავს ავთანდილ კასრაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.17:34
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.
„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს.
ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.