მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ყველა პროექტში და გამონაკლისი არც „იგლ ჰილსია", ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა ყოველთვის არის ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ამაზე მაღლა ვერცერთი ინვესტიცია ვერ დადგება - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„იგლ ჰილსის" პროექტს არავითარი რისკები არ ახლავს, ეს არის რეალურად ქართული პროექტი, მისი განვითარება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით და მასთან შესაბამისი ყველა რეგულაციით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში უპრეცედენტო, 6,6 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხზე საუბრისას. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია უდიდესი ნდობის დემონსტრირებაა საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის სტაბილური, მდგრადი განვითარებისადმი.
„დიდი გავლენა იქონია საქართველოში არსებულმა სტაბილურობამ და მშვიდობამ, რაზეც ინვესტორი ღიად და საჯაროდ საუბრობს. ამან უკვე დაგვანახა, რომ ძალიან პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯზე და რეპუტაციაზე - ვხედავთ, თუ რამდენად გაიზარდა საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ყველა პროექტში და გამონაკლისი არც „იგლ ჰილსია", ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა ყოველთვის არის ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ამაზე მაღლა ვერცერთი ინვესტიცია ვერ დადგება.
„ბევრი მცდელობა არსებობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს არ აუღია არავითარი ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია არავითარი ფინანსური გარანტია და მათ შორის, მიუხედავად ინვესტიციის უპრეცედენტო მოცულობისა, საქართველოს ხელისუფლებას არ გაუცია რაიმე საგამონაკლისო პირობა ინვესტორისთვის და პროექტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის სპეკულაციები ხელშეკრულების არგასაჯაროების თაობაზე, იმდენ უკვე დეტალზე ვსაუბრობთ გამჭვირვალედ, რომ ფაქტობრივად, ხელშეკრულების ყველა მთავარი კომპონენტი უკვე გასაჯაროებულია", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკის და მდრადი განვითარების მინისტრი განმარტავს, კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორს არ აქვს მიწის გასხვისების უფლება და ასევე არ არსებობს უკანონო მიგრაციის საფრთხე.
„საქართველო არის თანამესაკუთრე ჩვენი მიწის, რომელიც ჩვენთვის ძალიან ღირებულია. მინდა, საზოგადოებას მივმართო - არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ავყვეთ ასეთ სპეკულაციებს, თითქოსდა ქვეყანას ემუქრება ე.წ. არაბიზაცია, რომელიც სასაუბრიდაც კი უხერხულია. გამორჩეულად ხისტი რეგულაციები და აღსრულების მექანიზმები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით, არავითარ კავშირში არაა საკუთრების უფლების მოპოვება ბინადრობის მოპოვებასთან. არსებულ შეთანხმებაში არცერთი პუნქტი არ ითვალისწინებს ამ ნაწილში რაიმე საგამონაკლისო კომპონენეტს. ჩვენი ხელისუფლება ამ ორ კომპონენტს არასდროს მიაბამს ერთმანეთთან. რაც ასევე მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი თავის შინაარსით გულისხმობს მულტიფუნქციური სივრცეების განვითარებას და არა საცხოვრებელი სივრცეების განაშენიანებას მთელ 850 ჰექტარზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება პროექტის ეკონომიკურ ღირებულებას, მინისტრის შეფასებით, მას უდიდესი გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკასა და ბიუჯეტზე - პროექტის პირდაპირი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე 11 მლრდ ლარი იქნება,მისი სამშენებლო ფაზაზე გადაყვანისთანავე მხოლოდ გადასახადებიდან ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად სულ მცირე 500 მლნ ლარს მიიღებს. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, პროექტის დასრულების და ოპერირებაში შესვლის შემდეგ სახელმწიფო მიიღებს თავისი 33% წილის ექვივალენტ შემოსავალს - დაახლოებით 10 წლის პერსპექტივაში ბიუჯეტი დაახლოებით 2 მლრდ ლარის შემოსავალს. ასევე სამუშაო ეტაპზე 24,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და თბილისში საქართველოს მოქალაქეებისთვის, პროექტის ოპერირებაში ჩაშვების შემდეგ კი 8,000 ახალი, მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი

13.12.2025.02:33

"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა