მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

ყველა ინგრედიენტი არის საქართველოში იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წამყვანი ინოვაციური ჰაბი - ავთანდილ კასრაძე

news image

ჩვენ უკვე სექტემბრამდე შევარჩევთ 4 აქსელერატორს და სექტემბრის შემდეგ ეს აქსელერატორები გამოაცხადებენ კონკურსს, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძე, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

კასრაძის თქმით, საქართველოში შემოსვლაზე აქსელერატორების მხრიდან დიდი დაინტერესებაა.

„რომ გითხრათ კალიბრი უბრალოდ ყველა მაღალი დონის აქსელერატორი დღეს რაც კი მსოფლიოში არსებობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაინტერესებულია ჩვენ ქვეყანაში შემოსვლით. აბსოლუტურად ერთი აქსელერატორიც კი არ არის, რომელსაც ჩვენთვის არ მოუმართავს - დაინტერესება არის, ძალიან დიდი კონკურსია, რაც იმას უზრუნველყოფს რომ მაღალი ხარისხის აქსელერატორი ექნება ქართულ ეკოსისტემას და როდესაც ვსაუბრობთ ასევე რეგიონის ჭრილში, ეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს ჩვენ ქვეყანას რეგიონული ლიდერობის თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, რომ საგადასახადო მიმართულება ერთი მხარე, მეორე მხარე ზოგადად ინსტრუმენტები, როგორიც არის აქსელერატორები, ასევე იცით რომ ვენჩერული ფონდი არსებობს საქართველოში და კიდევ უფრო მეტმა ვენჩერულმა ფონდმა გამოთქვა სურვილი ქვეყანაში შემოვიდეს. სწორედ ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა ინგრედიენტი არის ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წამყვანი ინოვაციური ჰაბი“, - ავთანდილ კასრაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image S&P Global-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა

05.06.2025.17:34

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.

„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს. 

ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა