მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

ყველა იმპორტირებულ კონტეინერზე ვახდენთ მხოლოდ 20%-ით სავსე კონტეინერის ექსპორტს - ჯემალ ინაიშვილი

news image

ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაზე, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო  „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ქვეყნისთვის არსებულ სატრანზიტო გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ინვესტირება საპორტო ინფრასტრუქტურაში, რადგანაც სხვა ქვეყნებს „მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია“.

„ზოგადად სავაჭრო ბრუნვის შედეგს თავისთავზე გრძნობენ ლოგისტიკური კომპანიები. როდესაც ამ ვითარებაში ვიყურებით, რა შეიძლება მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში დადებითად აისახოს ჩვენზე, შემცირდება გადაზიდვის ფასები - რასაც ველოდებით და ეს აისახება, როგორც ექსპორტზე ისე იმპორტზე. მაგრამ საბოლოო ჯამში დასკვნების გაკეთება წინასწარ ძნელია. პირველივე რასაც წამოვჭრით, აშშ-ს მიერ დაწესებულია 10%-იანი ბაჟი. საერთოდ ეს ბიზნესი, ეს ინდუსტრია არ არის მორგებული საქართველოს ეკონომიკაზე და ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენი მეზობლების სომხეთის და აზერბაიჯანის და ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკაზე და სავაჭრო ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში. იმიტომ, რომ ჩვენ რომ ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები ეს ინვესტიციები რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ძალიან მალე ჩვენ შეიძლება სხვა საფრთხეების წინაშეც აღმოვჩნდეთ. მე არ შემიძლია ამაზე არ გითხრათ.ადრე თუ გვიან დასრულდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. ისინი აღადგენენ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს და რისთვისაც სომხეთი ემზადება, თურქეთთან საზღვრის გახსნას და შესაბამისად ჩვენთვის უკვე კონკურენტული ხდება რიზეს და ტრაპიზონის ნავსადგურები. ეს სერიოზული გამოწვევა იქნება ჩვენთვის, ვინაიდან ეს ნავსადგურები უფრო იაფია ჩვენს ნავსადგურებთან შედარებით. ამას ემატება კიდევ ის, რომ არსებობს სარკინიგზო კავშირი სომხეთსა და თურქეთს შორის. რომელიც ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან არსებობდა და რომელიც დაიკეტა ომის პერიოდში. ყოველ შემთხვევაში სომხები ამისთვის ემზადებიან და განიხილავენ თავის არამხოლოდ თავს ალტერნატიული პორტების საშუალებით განახორციელონ თავისი ექსპორტი და იმპორტი, არამედ მომავალში გახდნენ ასევე ტრანზიტული ქვეყანა - ესეც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ძალიან მალე, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოხდება ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეთანხმება და თუ ეს საკითხი დადებითად გადაიჭრა დადგება საკითხი ირანისთვის სანქციების მოხსნაზე. ირანი კი არის ჩვენი ძირითადი კონკურენტი და იყო მანამდეც, ვიდრე მას დაუწესდებოდა სანქციები. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავისვა, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რადგანაც ჩვენ მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია და შევინარჩუნოთ ის ტვირთნაკადები, რომელიც შუა დერეფანში არსებობს  და რომელიც შეგვიძლია, რომ მოვიზიდოთ.

ამასთან, ჩვენი ძირითადი საკონტეინერო იმპორტის 60% მოდის მეორად ავტომობილებზე. ეს ჩვენი ფუნქცია, როგორც ჰაბის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რადგანაც ამან დაიმკვიდრა უკვე ადგილი. ეს უკვე არის შემდგარი ბიზნესი და ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ტვირთნაკადის. დანარჩენი ტვირთები მოდის სამშენებლო მასალებზე, ფუნქციურ ტექნიკაზე და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ კავშირშია ბინათმშენებლობასთან და დეველოპერულ ბიზნესთან. ეს ორი მიმართულება სხვა მიმართულებებთან ერთად აუცილებელია, რომ იყოს უფრო მიმზიდველი და  ინვესტიციების შემოდინება აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. რაც ნავსადგურებს გარანტიას აძლევს, რომ შეინარჩუნონ ტვირთნაკადი და შესაბამისად ხელი შეუწყონ ექსპორტს. ექსპორტის მხრივ გვაქვს შედარებით მწირი შესაძლებლობები, რადგანაც ჩვენი ექსპორტი იმპორტის 20%-ია. ანუ ყველა იმპორტირებულ კონტეინერზე ვახდენთ მხოლოდ 20%-ით სავსე კონტეინერის ექსპორტს. ეს ექსპორტი ძირითადად მოდის საქართველოზე, სომხეთზე და აზერბაიჯანზე და თანდათან ემატება ცენტრალური აზია.

კიდევ ერთხელ მივუბრუნდები, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები, ინვესტიციების შემოდინება და მზად ვიყოთ ახალი ინფრასტრუქტურისთვის, რასაც ჰქვია ანაკლიის ნავსადგური და შემდეგი ინვესტიციები სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრემიერმა ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.  ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თბილისის მასშტაბით დამატებით 198 ელექტროდამტენი სადგური მოეწყობა - მერია

22.06.2025.00:06

თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენი სადგურების მოწყობაზე ხელშეკრულებების გაფორმებას აგრძელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში „ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა“ არის აღნიშნული, 2025 წელს ხელშეკრულება გაფორმდა დამატებით 198 დამტენის განთავსებაზე. პრეზენტაციაში ასევე წერია, რომ ქალაქის მასშტაბით 97 ლოკაციაზე მოეწყო ელექტროდამტენი სადგურები.

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტიმოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.

„გარემოზე, მათ შორის, ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მოაწყო ელექტროდამტენები - დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების 100-მდე ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის. აღნიშნული ადგილები წარმოადგენს მნიშვნელოვან სერვისს ელექტროტრანსპორტის მფლობელთათვის და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, თუმცა, მიუხედავად პერმანენტული მონიტორინგისა და დაჯარიმებებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ პარკირების ადგილებს, რომლებიც ასევე შესაბამისად მონიშნულია, იკავებენ ავტომობილები, რომელთაც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, რაც დარღვევაა და პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დარღვევას მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში და შესაბამისი სამსახური ავტომობილებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანს.

„მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თბილისი კიდევ უფრო სუფთა, ცოცხალი და ეკომეგობრული ქალაქი გახდეს. თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე ვიმოქმედებთ, გვექნება ძალიან პრინციპული დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელისუფლება ახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას ქვეყანაში. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ელექტრომობილების განბაჟება, საპარკინგეადგილები და დამუხტვა უფასოა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა