მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

კვალიფიციური კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

news image

კვალიფიციური კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით, შესაბამისად, თუ უმაღლესი განათლების რეფორმა არ გატარდა, დავრჩებით იქ, სადაც ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები.

„დეფიციტი არის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ტექნიკური მიმართულებები - მშენებლები, არქიტექტორები, ინჟინრები, გეოლოგები. სახელმწიფოსაც აქვს ეს პრობლემა იმიტომ, რომ სახელმწიფო შესყიდვებს აცხადებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სერიოზული პრობლემებია, მათ შორის, ხარისხის კუთხით, ვინაიდან არ გვყავს კვალიფიციური კადრები ბევრი მიმართულებით, კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ უმაღლესი განათლების რეფორმა არ გატარდა, დავრჩებით იქ, სადაც ვართ. დღეს, საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიამ უნდა უკარნახოს, თითქოს, ვინ რა უნდა ასწავლოს და როგორ უნდა ასწავლოს. დღეს, პარტია არაფერ შუაში არ არის და არავინ არაფერს არ კარნახობს. შესაბამისად, გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს. ჭარბად ვუშვებთ იურისტებს და ეკონომისტებს ორმაგი და სამმაგი რაოდენობით, კვლევა ჩატარდა პარლამენტის ეკონომიკურ კომიტეტში - სამმაგი, ოთხმაგი და ხუთმაგი აცდენაა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ხუთმაგი აცდენა რომ გაქვს, მაგალითად იურისტების შემთხვევაში, წინასწარ წირავ 80%-ს სტუდენტებისა დაუსაქმებლობისთვის. და არავინ კარნახობს არავის. მაგრამ სახელმწიფოს ინტერესი ხომ სახელმწიფომ უნდა უკარნახოს სისტემას და რატომ უნდა გაწიროს სახელმწიფომ იურისტი სტუდენტების 80 % დაუსაქმებლობისთვის თავისი სპეციალობით, თუ შეუძლია, რომ არ გაწიროს. მარტივად არის საქმე. სწორედ, ამისათვის არსებობს ხარისხის მართვის სისტემა, ეს არ არის კარნახი. არსებობს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც ამოდის, რა თქმა უნდა, ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემის ამოცანებიდან და ამოდის სახელმწიფო ამოცანებიდან, ეს ასე უნდა იყოს ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ასეა. ყველა ქვეყანა პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ სტუდენტი მიიღებს ხარისხიან განათლებას და სტუდენტი იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილით, როდესაც დაამთავრებს უნივერსიტეტს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები, მით უმეტეს ახალგაზრდები, სტუდენტები, არასწორი მიმართულებით პროცესების განვითარებისგან,"- განაცხადა პრემიერმა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2027 წლის 1 ივლისი არის ის საბოლოო თარიღი, როდესაც ბირჟა უნდა გაიხსნას და დროა, კერძო და სახელმწიფო სექტორი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ - მაია მელიქიძე

12.03.2026.19:20

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ღიად განხილვას უწყობს ხელს.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და სხვა დაინტერესებული მხარეები აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, სადაც ენერგეტიკის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მელიქიძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მორიგი შეხვედრაც, სადაც მთავარი განხილვის თემა ელექტროენერგიის ბირჟა იქნება. ბირჟის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი და სექტორისთვის გამჭვირვალე წესებისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს.

„ფაქტია, რომ ენერგეტიკა წლების განმავლობაში უძრაობის ხანაში იყო და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ბაზარი, რომელსაც სექტორის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებდნენ. დღეს უკვე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც არის მთავარი პოლიტიკის შემქმნელის დამსახურება, რადგან ეს პროცესი ჩვენ წინა წლის თებერვალში დავიწყეთ. ძალიან კარგად მახსოვს GREDA-ს ბორდის შეხვედრა ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, როდესაც პირდაპირ განვიხილეთ სექტორში არსებული პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. ამას მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგით დასრულდა - სექტორის წარმომადგენლები პრობლემებზე ღიად ესაუბრებოდნენ, ყოველგვარი დაფარვისა და ოფიციალური კომუნიკაციის გარეშე.

საბოლოოდ, უკვე ორჯერ გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრები, სადაც არა მხოლოდ სამინისტრო იყო წარმოდგენილი, არამედ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც გადამცემ ქსელზე დიდი დატვირთვით მუშაობს, ესკო, როგორც ბაზრის კომერციული ოპერატორი, და GDF, სახელმწიფო ფონდი, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ესწრებოდა პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მინდა დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე შეხვედრა, სადაც მთავარ თემას, ელექტროენერგიის ბირჟას, განვიხილავთ. ბირჟის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, საბოლოო თარიღად კი 2027 წლის 1 ივლისი არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ პროცესში საჭიროა კვალიფიციური ინვესტორების ჩართულობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სწორად მოაზროვნე ინვესტორი და გაზრდილი გენერაციის ობიექტების რაოდენობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა