მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის მიმდინარე ტურისტულ სეზონზე რამდენიმე ახალი ობიექტი გაიხსნა - სულხან თამაზაშვილი

news image

აჭარის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით გრძელდება, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ პროცესში კურორტ „გოდერძის“ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ზოგადად მაღალმთიან აჭარაში ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დადებითი დინამიკა გვაქვს. 2025 წელს მთიან აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია. კურორტ „გოდერძიზე“ ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით კი საშუალოდ 19 პროცენტით გაიზარდა. კურორტის პოპულარობა მზარდია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორთა შორის.

ეს სტატისტიკური მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აჭარის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბება წარმატებით გრძელდება.

ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კურორტ „გოდერძის“ განვითარება, მათ შორის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ  ზამთრის მიმდინარე ტურისტულ სეზონზე რამდენიმე ახალი ობიექტი გაიხსნა. 

დღეს არსებული სასტუმროები, კოტეჯები და საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტები აქტიურად არის დატვირთული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კურორტის მზარდ მოთხოვნასა და ტურისტულ პოტენციალს.

მაღალმთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი ინიციატივები წარმოადგენს სახელმწიფოს გრძელვადიანი ხედვის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული პოლიტიკა მიზნად ისახავს რეგიონის გაძლიერებას, ტურიზმის მდგრად განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან სულხან თამაზაშვილმა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა

07.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 16 586.3 ათასი დოლარის ღირებულების 2 764.8 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 2 547.6 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.

იანვრ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 35%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 961.2 ტონა;
  • უკრაინა - 824.6 ტონა;
  • თურქეთი - 258.8 ტონა;
  • პოლონეთი - 139.0 ტონა;
  • ხორვატია - 112.7 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა