მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში შემავალი სახელმწიფოები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორები არიან | გენადი არველაძე

news image

საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) დელეგაციებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებისა და ორმხრივი ვაჭრობის ერთობლივი მიმოხილვის მიზნით კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, GCC-ს მხრიდან კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი აბდულრაზა ალჯრაიდი ხელმძღვანელობდნენ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველო დაინტერესებულია, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან მოლაპარაკების ეტაპზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაწყებასთან დაკავშირებით მალე გადავიდეთ. „GCC - ში შემავალი ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორები არიან და მათთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს. მათ შორის, ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და დივერსიფიცირებას აღნიშნულ ბაზრებზე როგორც პროდუქციის, ასევე სერვისების მიმართულებით," - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მხარეებს შორის კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს, რასაც ბოლო ორ კვირაში თბილისსა და რიადში გამართული შეხვედრები ადასტურებს. „აღნიშნული გარემოება გვაძლევს იმედს, რომ GCC - ს საბჭო მოკლე ვადებში შეძლებს შესაბამისი ანგარიშის მომზადებას და ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოსთვის 2026 წლის პირველ კვარტალში წარდგენას, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შეთახმებაზე შესაძლო მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით," - აღნიშნა გენადი არველაძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მომსახურებით ვაჭრობა, ინვესტიციების და შეთანხმების ზოგად და ინსტიტუციურ ნაწილებზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნება შეთანხმების საქონლით ვაჭრობის და მასთან დაკავშირებული საკითხები, მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გაიმართება.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ნიკოლოზ რევაზიშვილი, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე

20.02.2026.18:36

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.

გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.

„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა