მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

კუპონი სრულყოფილი ფული ვერასოდეს გახდებოდა, ის ფულის სუროგატი იყო და არა ნამდვილი ფული - ნოდარ ჯავახიშვილი

news image

„1995 წელს როდესაც მივხვდით, რომ ეკონომიკამ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ზრდა დაიწყო და რაც მთავარია, ფულის მასას ვმართავდით, უკვე მზად ვიყავით ქართული ლარის მიმოქცევაში გასაშვებად. როგორ კარგადაც არ უნდა გვემართა კუპონი, ის ვერ გახდებოდა მოსახლეობისთვის აბსოლუტურად სანდო ფული, რადგან ტკივილი სულ რჩება,“ - აღნიშნა 1993-1998 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მიუხედავად იმისა რომ 1995 წელს კუპონი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და მისი მართვა შესაძლებელი იყო, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, კუპონი სრულყოფილი ფული ვერასოდეს გახდებოდა, რადგან ის იყო ფულის სუროგატი და არა ნამდვილი ფული. „ხალხი ხევდა კუპონებს და ქარი აფრიალებდა ქუჩაში, ერთ ღამეში ისე შეიძლება ისე გაუფასურებულიყო რომ დილით ერთი ასანთიც კი ვერ გეყიდა,“ - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მან ეკონომისტთა სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას ფულის რეფორმის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა რომ ეროვნული ვალუტა ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების იდენტობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. მისი ინფორმაციით „მაშინ ჯერ კიდევ ავტომატიანი ხალხი დარბოდა ქუჩაში, მიუხედავად ამისა, ფულის დიდი მასის გამოცვლის პროცესში ერთი ექსცესიც კი არ მომხდარა“.

შეგახსენებთ, რომ ლარის პირველ ბანკნოტებზე ფინანსთა მინისტრ დავით იაკობიძესთან ერთად სწორედ ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის ხელმოწერაა დაფიქსირებული.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია

12.02.2026.19:00

საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ 11 822.1 ათასი დოლარის ღირებულების 15 150.0 ტონა ბრინჯი იყიდა, 2024 წელს ეს მაჩვენებლები 11 040.4 ტონას შეადგენდა. შესაბამისად 2025 წელს 2024 წელთან შედარებით საქართველოში ბრინჯის იმპორტი 37%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ბრინჯის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდოეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს:

  • ინდოეთი - 8 543.8 ტონა;
  • პაკისტანი - 3 676.0 ტონა;
  • ვიეტნამი - 705.9 ტონა;
  • ტაილანდი - 539.8 ტონა;
  • ყაზახეთი - 511.8 ტონა;

საგულისხმოა, რომ 2025 წელს საქართველოში ბრინჯის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა