მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

ყოველ წელს არაერთი ახალი ავიაკომპანია გვემატება, რაც ნიშნავს, რომ მათ სჯერათ საქართველოში ტურიზმი მდგრადად იზრდება  – მარიამ ქვრივიშვილი

news image

ტურიზმს აქვს უდიდესი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მას აქვს ასევე გადამდები ეფექტი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ტურიზმი ერთ-ერთი გამორჩეულად მზარდი სექტორია, რომელიც ასევე ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ტურიზმი მნიშვნელოვანია რამდენადაც ხელს უწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას. და ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად ისახება კეთილდღეობაზე. ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ უზრუნველყოთ ტურიზმის სექტორი განვითარდეს მდგრადად, უზრუნველყოთ ის, რომ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტი. შემდგომში ვიზრუნოთ იმაზე, რომ ერთი ტურისტის დანახარჯი თანაბრად გადანაწილდეს სხვადასხვა რეგიონში, დაბასა თუ სოფელში. ასევე სახელმწიფო აგრძელებს აქტიურ ჩარევას ამ სექტორის განვითარების კუთხით და მეორეს მხრივ მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური, მასშტაბური და ვიტყოდი საკმაოდ ეფექტური მარკეტინგული კამპანიები იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს იყოს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი მიმართულება - ტურისტული მიმართულება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მოთხოვნადობა. მეორეს მხრივ, ჩვენ იცით პარალელურ რეჟიმში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოპერირებდეს 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 მიმართულებით. ეს არის ფაქტობრივად ის ხელშესახები შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის ისტორიული მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში. რატომ არის ეს ორი რამ მნიშვნელოვანი, რამდენადაც იზრდება პირდაპირი ფრენები, ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ წელს არაერთი ახალი ავიაკომპანია გვემატება და საქართველოში იწყებს ოპერირებს. ეს ნიშნავს, რომ მათ სჯერათ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, სჯერათ, რომ ეს სექტორი იზრდება მდგრადად. აქედან გამომდინარე ჩვენ შევძელით და შემოვიყვანეთ British Airways, კვირაში უკვე 6 სიხშირით პირდაპირი ფრენა დიდი ბრიტანეთთან, შვეიცარიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ყურის ქვეყნებთან, ჩინეთთან“, - აცხადებს მინისტრი. 

 


 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - მარიამ ქვრივიშვილი

12.09.2025.23:55

როგორც იცით, ჩვენს ქვეყანას აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არის გამორჩეული ამ კუთხით რეგიონის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება  ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. 

„ასევე იცით, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%-ს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდა და გასულ 9,4%-ი იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა. რაც ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა არის ის, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვით და სწორი სტრატეგიით - ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო სერვისები, ისევე, როგორც ვაჭრობა, ტურიზმის ინდუსტრია და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს სექტორი, მდგრადად და ძალიან სტაბილურად ვითარდება. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებით ზრდას. რაც სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. ამავდროულად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და მთავარი საზრუნავი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა