კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას - პრემიერი
კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება.
ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება. აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები. რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც ჩვენ შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
აგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა
23.04.2026.14:09
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა - „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.
პროგრამის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს.
დავით სონღულაშვილმა ბოლო ათწლეულში სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა აგროსექტორის მხარდაჭერის ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ტექნიკური მექანიზმები, რაც უკვე ნათლად აისახა როგორც წარმოების, ისე ექსპორტის ზრდაზე.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიტიკური ნების და გრძელვადიანი ხედვის პირობებში შესაძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარების სრულიად ახალი, ტრანსფორმაციული პროგრამის მომზადება. იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი, მოდერნიზებული ეტაპი.
ჩვენი მიზანია, საქართველოს აგროსექტორის სრული პოტენციალის ათვისება, მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება. აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. შედეგად, ჩამოვაყალიბეთ სექტორის მხარდაჭერის ახალი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეფექტიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას.
პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს პრიორიტეტული სექტორების მიზნობრივ შერჩევას, რაც ხელს შეუწყობს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას და მაქსიმალურ შედეგს.
პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.